გახსნის პროგრამა
ამბავი
- ორშ.: closed
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: closed
ოთხწლიანი სრული რეაბილიტაციის შემდეგ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 2024 წლის 9 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნება.
ოთხწლიანი სრული რეაბილიტაციის შემდეგ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 2024 წლის 9 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნება. თარიღი სიმბოლურია, რადგან მუზეუმის შენობის საძირკველი ზუსტად 135 წლის წინ, 1889 წლის 9 ოქტომბერს გაიჭრა.
კავკასიის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმი წარმოადგენს უნიკალურ ინსტიტუციას, რომელიც ინახავს და ავითარებს საქართველოში მეაბრეშუმეობის შესახებ დაგროვილ ცოდნას.
გახსნის ღონისძიებაზე, რომლის მთავარი მხარდამჭერია ფრანკოფონი მერების საერთაშორისო ასოციაცია (AIMF - Association internationale des maires francophones ), განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მუზეუმის მემკვიდრეობასა და მის თანამედროვე მნიშვნელობას. AIMF თბილისის განვითარების ფონდთან ერთად მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის თანადამფინანსებელიცაა.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი მეაბრეშუმეობის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს და თანამედროვე ინტერპრეტაციით ავითარებს, საზეიმო გახსნისათვის წარმოდგენილი იქნება ისტორიული კოლექციების განახლებული ექსპოზიცია და თემატური დროებითი გამოფენები, რომლებიც დამთვალიერებელს გააცნობს მუზეუმის რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელებულ მნიშვნელოვან კვლევით პროექტებს.
9-11 ოქტომბერს მუზეუმში ვიზიტი თავისუფალია.
10 ოქტომბერს მუზეუმი ღია იქნება 11:00-20:30
11 ოქტომბრიდან მუზეუმის სამუშაო საათები იქნება 11:00-18:00.
მუზეუმი არ იმუშავებს კვირას და ორშაბათს.
პროგრამა
2024 წლის 9 ოქტომბერი, 18:00-21:00
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 4-წლიანი სრული რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ უღებს კარს დამთვალიერებელს. ამ მნიშვნელოვან მომენტს მუზეუმი განახლებულ სივრცეში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად აღნიშნავს. დაპატიჟებული იქნებიან კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.
19:00-19:30
- მუზეუმის დირექტორის - ნინო კუპრავას - მისასალმებელი სიტყვა;
- მოწვეული სტუმრების გამოსვლები.
გამოფენები - კვლევაზე დაფუძნებული პროექტების ჩვენება
მუზეუმის ისტორიული, მუდმივი კოლექციის გახსნა.
საზოგდოება დაათვალიერებს მუზეუმის ძირითად, მუდმივმოქმედ ექსპოზიციას, რომელშიც ჩართულია 2023 წლის "ევროფალიის" საერთაშორისო ფესტივალზე ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამოფენილი, რესტავრირებული სამუზეუმო კოლექციები.
ცენტრალურ დარბაზში დროებით განთავსდება მუზეუმთან ერთად ევროფალიის გამოფენა "აბრეშუმის" მონაწილე ხელოვანის, თამუნა ჭაბაშვილის ინსტალაცია “მოგზაური ისტორიები” სერიიდან “დაუცველობის საზღვრები” (2023). ნამუშევარი ადაპტირებული ფორმით გამოიფინება და ეხმიანება აბრეშუმის მუზეუმის არქივსა და მუზეუმის ტექსტილის კოლექციაში დაცულ ინდუსტრიულ ქსოვილებს.
დროებითი გამოფენა:
აბრეშუმის ქრონიკები: პადუადან საბჭოთა ეპოქამდე
ჰორიზონტი ევროპის ARACNE პროექტის ფარგლებში მეორე სართულის დროებითი გამოფენების სივრცე გამოფენა წარმოადგენს მე-20 საუკუნის დასაწყისის იშვიათ ინფოგრაფიკას იტალიის ქალაქ პადუადან და 1950-იანი წლების საბჭოთა პერიოდის საქართველოში დაბეჭდილ სააგიტაციო პლაკატებს. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას შექმნილი ვიზუალური მასალები ემსახურებოდა საგანმანათლებლო მიზნებს მეაბრეშუმეობის დარგში. ეს კოლექცია, რომელიც პირველად გამოიფინება, აერთიანებს დიზაინის, პოლიტიკის, განათლების ისტორიულ მომენტებსა და საკითხებს.
„თანმდევი ექო: მეაბრეშუმეობის არქიტექტურა“
დროებითი გამოფენების სივრცე, პირველი სართული აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის მინის ნეგატივების კოლექციის ციფრულ ფორმატში გადატანა უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო, რომელიც გერმანელ ხელოვან ოლაფ ნიკოლაისა და კურატორ ნინა ახვლედიანის ხელშეწყობით განხორციელდა. პროექტის კოორდინატორი იყო მუზეუმის კოლექციების კურატორი სალომე ფაჩუაშვილი.
გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც გაციფრულების პროცესი, ასევე მის პარალელურად შემუშავებული პუბლიკაციის, "სერი (ა)"-ს დოკუმენტაცია. ექსპოზიცია შეიცავს 2023 წელს გოეთეს ინსტიტუტში განხორციელებული გამოფენის „თანმდევი ექო: მეაბრეშუმეობის არქიტექტურა“ სამუზეუმო მასალას.
„ძალაუფლების ტაქსონომიები: ფოტო ამბები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმიდან“
კურატორები: ალაინა კლერ ფელდმანი, მარიამ შერგელაშვილი
2024 წლის გაზაფხულზე ნიუ-იორკის მიშკინის გალერეაში ნაჩვენები ეს გამოფენა, თანაკურატორის, მიშკინის გალერეის დირექტორის, ალაინა კლერ ფელდმანის ხელშეწყობით გადმოინაცვლებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის განახლებულ საგამოფენო სივრცეში. წარმოდგენილი იქნება აბრეშუმხვევიას ბიოლოგია მუზეუმის მინის ნეგატივების კოლექციიდან. გამოფენა მეცნიერებისა და ხელოვნების თანაკვეთაზე, წარმოადგენს, თუ როგორ აერთიანებს მუზეუმის კოლექცია ძალაუფლების, იდენტობისა და კულტურული წარმოების ფართო თემებს ფოტოგრაფიის საშუალებით.
საჯარო შეხვედრები
10 ოქტომბერი, 2024
დროებითი გამოფენების ტურები
17:30-18:30
თანმდევი ექო: მეაბრეშუმეობის არქიტექტურა
- ნინა ახვლედიანი, ოლაფ ნიკოლაი; Seri(a)-ს სამივე გამოცემის წარდგენა
18:30-19:30
„ძალაუფლების ტაქსონომიები: ფოტო ამბები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმიდან“
კურატორები: ალაინა კლერ ფელდმანი, მარიამ შერგელაშვილი.
საბიბლიოთეკო პროექტი, მხარდამჭერი აშშ-ის საელჩო საქართველოში
კურატორები: ლიდია მეთიუსი, ნინო კუპრავა, მარიამ შერგელაშვილი;
მონაწილე ხელოვანები - ნინო ქვრივიშვილი, God Era (ნინო გოდერიძე), მარიამ ზალდასტანიშვილი, სტეისი სტიერი და ჯონ რომანო, მერი ციონგასი და ჯიმ როიბერი, ჯი პატერსონი
19:30-20:30
არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია.
ნინო ჩაჩხიანი, არქიტექტორი, რეაბილიტაციის პროექტის ავტორი