უკრაინული თემის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობა
ამბავი
25.10.23
- ორშ.: closed
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: closed
პროგრამის საპილოტე ვერსია უკრაინულ სახლში ჩატარდა და ღონისძიების მონაწილეებმა ნატურალური აბრეშუმის პარკის გამოყენებით ყვავილების ბროშები შექმნეს.
პროექტის "უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში, 25 ოქტომბერს, განხორციელდა მორიგი აქტივობა - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დასაქმებული უკრაინელი ბენეფიციარების მიერ შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა უკრაინიდან დევნილი ბავშვებისთვის.
პროგრამის საპილოტე ვერსია უკრაინულ სახლში, Грузинcько-Українська Платформа / ქართულ უკრაინული პლატფორმა -სთან თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებმა ნატურალური აბრეშუმის პარკის გამოყენებით ყვავილების ბროშები შექმნეს, რაშიც მათ უკრაინელი და ქართველი ოსტატები დაეხმარნენ.
ღონისძიება ICOM Georgia - საქართველო პროექტის ფარგლებში ხორციელდება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობით.
პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში უკრაინული თემის მხარდაჭერა და ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
ICOM საქართველოს პროექტი “უკრაინის მემკვიდრეობის თემების მხარდაჭერა საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება” დაფინანსებულია ICOM-ის საგანგებო გრანტების კონკურსის #SolidaritytoUkraine ფარგლებში და ხორციელდება ICOM უკრაინას, ლურჯი ფარი საქართველოს, HERI – გადაუდებელი რეაგირების ინიციატივა – რევოლუციის ეროვნული მუზეუმის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით.
Copy: Icom Georgia, Georgian Ukrainian Platform.