საგანმანათლებლო პროგრამები

პროგრამაზე რეგისტრაცია:
  • ტელ.: 032 234 09 63
  • silkmuseum.tbilisi@gmail.com

მუზეუმში ტარდება საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა ასაკის ვიზიტორთა ჯგუფებისთვის, რომლებიც დაფუძნებულია მუზეუმის ცალკეულ კოლექციებზე. პროგრამის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ უფრო ღრმად გაეცნონ მუზეუმის კოლექციებს თეორიული და პრაქტიკული აქტივობების დახმარებით. 

 

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: silkmuseum.edu@gmail.com +995 593 483 684

სკოლამდელი პროგრამები

3 - დან 6 წლამდე ბავშვებისთვის

“პეპლად გადავიქეცი”

პროგრამა შექმნილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (ბაღის მოსწავლეებისთვის). ბავშვები დაათვალიერებენ მუდვმივ საგამოფენო სივრცეს, გაეცნობიან აბრეშუმის პეპლის სასიცოცხლო ციკლის შესახებ ინფორმაციას სახალისოდ და მათთვის მარტივად აღსაქმელად, ხოლო პრაქტიკული აქტივობის სახით გააფერადებენ აბრეშუმხვევიას სასიცოცხლო ციკლის ილუსტრაციას.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 45 წთ

პროგრამა გათვლილია: 3 დან 6 წლამდე
ღირებულება: 10 ლ.

სასკოლო პროგრამები

6 - დან 9 წლამდე ბავშვებისთვის

„ფერების ძალა“

პროგრამა დაფუძნებულია მუზეუმში დაცულ ბუნებრივი საღებავების კოლექციაზე, მონაწილეები ნახავენ ბუნებრივ და ქიმიურ საღებავებს, ისაუბრებენ ძირითად, შედგენილ და მათი შერევით მიღებულ ფერებზე, პრაქტიკულ ნაწილში კი დაამზადებენ ოპტიკურ სანიშნს, და დაურიგდებათ სამახსოვრო ბუკლეტები.

 

 პროგრამის ხანრძლივობა: 60-70წთ

პროგრამა გათვლილია: 6-8 წელი
ღირებულება: 15 ₾

„4 სიცოცხლე“

პროგრამის ფარგლებში სკოლებს აქვთ შესაძლებლობა მოაწყონ გასვლითი გაკვეთილი მუზეუმში, გაეცნონ აბრეშუმხვევიას სასიცოცხლო ციკლს ვიზუალურ მასალასთან ერთად და ჩაერთონ სახალისო-შემეცნებით აქტივობაში, ამასთან მონაწილეები საკუთარი ხელით დაასურათებენ ბუკლეტს, რომელიც მუზეუმისგან საჩუქრად გადაეცემათ.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-70წთ

პროგრამა გათვლილია: 8-9 წელი
ღირებულება: 15 ₾

ზრდასრულთა პროგრამები

ნებისმირი მსურველისათვის

"მოქსოვე შენი შარფი"

მუზეუმში არსებული საქსოვ დაზგაზე მსურველებს საშუალება ექნებათ, სურვილისამებრ მოქსოვონ საკუთარი შარფი. ქსოვისათვის წინასწარ მომზადებული ქსელი და მასალა დახვდებათ მუზეუმის სივრცეში.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 3 დღე.

პროგრამა გათვლილია: ნებისმირი მსურველი
ღირებულება: 60 ₾

საოჯახო პროგრამები

ოჯახისათვის

„შენი სამუზეუმო კოლექცია“

 „შენი სამუზეუმო კოლექცია“ საოჯახო პროგრამაა, რომელიც შექმნილია სპეცილურად იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს თავისუფალი დრო გაატაროს სასიამოვნო შთბეჭდილებით, შემეცნებით გარემოში, ოჯახთან ერთად. 

პროგრამა დაფუძნებულა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ძირითად საგამოფენო სივრცეზე, სწორედ ამ გარემოში არსებული ცალკეული ექსპონატების დახმარებით ოჯახის წევრებს შეუძლიათ  საკუთარი ხელითა და ფანტაზიით შექმნან სამუზეუმო კოლექციის ნაკრები, რომელსაც მუზეუმისგან სამახსოვროდ წაიღებენ სახლში.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 80-90წთ

პროგრამა გათვლილია: ოჯახი
ღირებულება: 50 ₾

საოჯახო პროგრამა თამაშებით

საოჯახო პროგრამა, რომელიც შექმნილია იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს თავისუფალი დრო გაატაროს ოჯახთან ერთად სასიამოვნო შთბეჭდილებით და რაც მთავარია  შემეცნებით გარემოში. 

პროგრამის ძირითადი ნააწილი მოიცავს მთავარი საგამოფენო სივრცის დათვალიერებას და შემდგომ სახალისო შემეცნებით თამაშებს. სამაგიდო თამაშები შექმნილია მუზეუმში, სამუზეუმო კოლექციების შესაბამისად, და მონაწიეები სურვილისამებრ შეარჩევენ სასურველ აქტივოას.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-70წთ

პროგრამა გათვლილია: ოჯახი
ღირებულება: 35 ₾