ARACNE პროექტში აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა

ამბავი
01.05.24 - 30.10.25
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა პროექტის "ARACNE" ფარგლებში მეაბრეშუმეობის დარგში კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის გასავითარებლად საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ითანამშრომლა.

უნივერსიტეტმა მუზეუმის ქვეკონტრაქტორის სტატუსით, მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ირაკლი გუჯაბიძის, და ამავე ლაბორატორიის თანამშრომელთა ჩართულობით შესაძლებელი გახდა ქართული თუთის სახეობების ჩართვა Morus App-ის ციფრულ პლატფორმაში, რომელიც ევროპის რეგიონში თუთის გენეტიკურ რესურსებს ასახავს.

ასევე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა განახორციელეს აბრეშუმის ჭიის ქართული ჯიშების გენოფონდის გაძლიერებისთვის აუცილებელი სეზონური გამოკვებისა და გამოკვლევის პროცესები.

პროფესორ ნარგიზ ბარამიძის ხელმძღვანელობით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიაში ჩატარებული სამუშაოები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

- თუთის აბრეშუმხვევიას დღეს არსებული,შემორჩენილი ქართული ჯიშების ალბომის გამოცემა, თითოეული ჯიშის დახასიათებით ქართულ და ინგლისურ ენებზე;

- უძველესი ხალხური სელექციით გამოყვანილი ჯიშების: ფერადპარკიანი კახური მწვანესა და ნარინჯისფერის, ასევე თეთრპარკიანების თეთრპარკიანი ქართულისა და თელავურის გამაუმჯობესებელი სამუშაოების ჩატარება;

-აბრეშუმის ჭიის გამოკვებისათვის ოპტიმალური პირობების შესაქმნელად ლაბორატორიის სხვადასხვა სახის ინვენტარით უზრუნველყოფა.

გალერეა

ამბები