ARACNE სასკოლო-საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამა

ამბავი
11.12.24 - 28.02.25
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

პროექტი ARACNE (2023-2026) ევროპული აბრეშუმის წარმოების კულტურულ მემკვიდრეობასა და მის შენარჩუნებას შეეხება. ის მიზნად ისახავს ტრადიციული უნარების აღორძინებას კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობის ადაპტაციის გზით. ამგვარად, პროექტი აყალიბებს აბრეშუმთან დაკავშირებულ ევროპულ კულტურულ იდენტობას, რათა შეიქმნას ახალი ევროპული აბრეშუმის გზა - კულტურული მარშრუტი ევროპის მასშტაბით.

საქართველოდან პროექტის პარტნიორია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს აქტივობებს.

2024 წლის ზამთარში, პროექტ ARACNE-ს საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში, ჩართულ მოსწავლეებს მუზეუმში ვუმასპინძლეთ, რამაც საშუალება მოგვცა, მათთვის ახლოს გაგვეცნო მუზეუმი, ჩვენი გუნდი, მუზეუმის საქმიანობა, მიზნები, კოლექციები და მიმდინარე გამოფენები. სიღრმისეულად ვისაუბრეთ პროექტის, დაგეგმილი აქტივობებისა და მათში ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ამავე პერიოდში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკატერინე მუმლაძე, როგორც მენტორი, ეწვია პროექტის მონაწილე სკოლებს (თბილისი, N90 საჯარო სკოლა; ახმეტის რაიონი, სოფელი ზემო ალვანი, N1 საჯარო სკოლა; ბათუმი, N8 საჯარო სკოლა).

შეხვედრების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ვირტუალურ რუკაზე მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობების შეფასება და მუზეუმის გუნდის მიერ მიცემული დავალებების მონიტორინგი.

პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდების მუზეუმთან ინტერაქციას, კვლევითი უნარების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ შეცნობას.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების მიზანი იყო მეაბრეშუმეობის დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და აბრეშუმის წარმოების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

დაგეგმილ აქტივობებში საქართველოს მასშტაბით სამი სხვადასხვა რეგიონის სკოლის (ბათუმი, ზემო ალვანი, თბილისი) IX-X კლასის 20-20 მოსწავლე მონაწილეობდა.

დაფინანსებულია ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამით No 101095188 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.

გალერეა

ამბები