კონფიდენციალობის პოლიტიკა

ბოლოს განახლდა: 2023 წლის 17 მაისს

 

ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორების კონფიდენციალურობის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, თქვენ უნდა იცოდეთ: 

  • რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ და რატომ;
  • როგორ ვიყენებთ ამ ინფორმაციას;
  • როგორ შეგიძლიათ განაახლოთ ეს ინფორმაცია და შეზღუდოთ ან გააკონტროლოთ მისი გამოყენება.

 ეს დოკუმენტი („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) აღწერს, თუ სსიპ სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი (შემდგომში „აბრეშუმის მუზეუმი“), მისამართი: საქართველო, თბილისი, გ. ცაბაძის ქუჩა № 6, როგორ აგროვებს, იყენებს და აზიარებს ინფორმაციას, მათ შორის, თქვენს პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი სერვისის გამოყენების დროს. ტერმინი „სერვისი“ მოიცავს ვებსაიტს silkmuseum.ge. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან მიმართებით, ტერმინები „ჩვენ“ და „ჩვენი“ გულისხმობს აბრეშუმის მუზეუმს, ხოლო ტერმინით „თქვენ“ იგულისხმებით თქვენ, როგორც სერვისის მომხმარებელი.

ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ყოფილიყო მარტივი, მაგრამ თუ თქვენთვის უცნობია რომელიმე ტერმინი გამოყენებული ტერმინებიდან, ან თუ გაქვთ რაიმე კითხვები, დაგვიკავშირდით ელფოსტით: info@silkmuseum.ge.

ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას, ვიდრე გამოვიყენებდეთ თქვენს ინფორმაციას რაიმე ისეთი ფორმით ან მიზნით, რომელიც განსხვავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი პირობებისგან.

 
1. რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომ უზრუნველვყოთ უკეთესი სერვისები ჩვენი სერვისის ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის, განვსაზღვროთ თუ ჩვენ მიერ შეთავაზებული რა სახის სარედაქციო შიგთავსი, პროდუქტები და სერვისებია ყველაზე საინტერესო და ღირებული თქვენთვის.

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ შემდეგი ორი წყაროდან:

ა. ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ან უკვე მოგვაწოდეთ ამა თუ იმ ფორმით. მაგალითად, ზოგიერთი ჩვენი სერვისი მოითხოვს, რომ თქვენ გახსნათ ანგარიში. ანგარიშის გახსნის დროს, ჩვენ გკითხავთ პირად მონაცემებს, როგორიცაა გვარი და სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა.

ბ. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენ მიერ ჩვენი სერვისის გამოყენების დროს. ეს ინფორმაცია უმთავრესად დაკავშირებულია ჩვენ მიერ და მესამე მხარის პროვაიდერების მიერ შემოთავაზებულ იმ სარედაქციო და სარეკლამო კონტენტთან, რომელსაც ნახულობთ, აგრეთვე იმ პროდუქტებთან და სერვისებთან, რომლებსაც თქვენ იყენებთ. ეს ინფორმაცია მოიცავს:

  • ინფორმაციას მოწყობილობის შესახებ, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას იმ მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც თქვენ იყენებთ ჩვენი სერვისის წვდომისას, როგორიცაა მოწყობილობის პარამეტრები, ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ენა, თქვენი მოთხოვნის თარიღი და დრო და რეფერალი URL;
  • ჟურნალების ინფორმაციას. როდესაც იყენებთ ჩვენს სერვისს, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ და ვინახავთ გარკვეულ ინფორმაციას სერვერის ჟურნალებში, რომლებიც ავტომატურად აფიქსირებს გარკვეულ ინფორმაციას, როდესაც იყენებთ ჩვენს სერვისს, მათ შორის:

○      დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ გამოიყენეთ ჩვენი სერვისი, როგორიცაა ჩვენს სერვისებში გამოყენებული თქვენი საძიებო კითხვები;

○      თქვენ IP მისამართს, ეს არის ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს ინტერნეტში ჩართულ მოწყობილობას, როგორიცაა პლანშეტი, ან სმარტფონი, და რომელიც გამოიყენება ამ მოწყობილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციისთვის;

○      ქუქი-ფაილებს (Cookies), რომლებმაც შეიძლება ცალსახად ამოიცნონ თქვენი ბრაუზერი და შეაგროვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ჩვენი ვიზიტორები ჩვენს სერვისთან, აგრეთვე დაგვეხმარონ პრობლემების იდენტიფიკაციაში, როგორიცაა შეცდომების მესიჯები კონკრეტული გვერდებიდან. ქუქი-ფაილი არის პატარა ფაილი, რომელიც შეიცავს სიმბოლოების მიმდევრობას. ეს ფაილი იგზავნება თქვენს კომპიუტერში ან სხვა მოწყობილობაში, როდესაც იყენებთ ჩვენს სერვისს. როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს სერვისს ამის შემდეგ, ნებისმიერ დროს, ჩვენი სერვისი ქუქი-ფაილის საშუალებით ამოიცნობს თქვენს ბრაუზერს და შეინახავს ინფორმაციას თქვენი, როგორც მომხმარებლის პრიორიტეტების შესახებ და სხვა პირად ინფორმაციას.

  • გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ინფორმაცია. როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს სერვისს, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ და დავამუშავოთ ინფორმაცია თქვენი ფაქტობრივი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიებს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განსასაზღვრავად, მათ შორის IP მისამართს.
  • ადგილობრივი შენახვა. ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია (მათ შორის, პირადი ინფორმაცია) ადგილობრივ, თქვენს მოწყობილობაზე, ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორიცაა ბრაუზერის ლოკალური ვებ-საცავი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მონაცემები შენახულ იქნეს ბრაუზერში, მაშინაც კი, როდესაც ბრაუზერი იხურება და ხელახლა იხსნება, და აპლიკაციის მონაცემთა ქეშის გამოყენებით, რომლის დახმარებით მონაცემები ინახება თქვენს მოწყობილობაზე, რაც საშუალებას აძლევს აპლიკაციას, რომ ფუნქციონირებდეს ინტერნეტ კავშირის გარეშე და კონტენტი ჩატვირთოს უფრო სწრაფად.
  • შეგროვების და შენახვის ტექნოლოგიები. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, რომ შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია, როდესაც გექნებათ წვდომა აბრეშუმის მუზეუმის სერვისზე. ეს შეიძლება მოიცავდეს ქუქი-ფაილების, ან სხვა ტექნოლოგიების გამოყენებას თქვენი ბრაუზერისა თუ მოწყობილობის იდენტიფიკაციის მიზნით. ჩვენ აგრეთვე ვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს, რომ შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია, როდესაც გაქვთ წვდომა ჩვენს სერვისზე და ურთიერთქმედებით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ კონტენტთან, პროდუქტებთან და სერვისებთან, როგორიცაა სარეკლამო სერვისები.
 
2. როგორ ვიყენებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას

ჩვენი სერვისის მომხმარებლებისგან შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ მოგაწოდოთ უფრო რელევანტური  შიგთავსი და შემოგთავაზოთ მოსახერხებელი  პროდუქტები და სერვისები, ასევე გავაუმჯობესოთ თქვენი საერთო გამოცდილება. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:

  • ჩვენი რომელიმე სიახლეთა მაცნეს გამოწერა;
  • მიიღოთ „სპეციალური შემოთავაზებები“ აბრეშუმის მუზეუმისაგან და მისი სერვისების სხვადასხვა პროვაიდერებისგან;
  • წარადგინოთ კითხვები ან კომენტარები ჩვენი სერვისის შესახებ სარედაქციო კონტენტის საპასუხოდ;
  • შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს ონლაინ მაღაზიებში, რა შემთხვევაშიც ჩვენ დავამუშავებთ თქვენს ინფორმაციას, რომ შევასრულოთ ჩვენი ხელშეკრულება, ან დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა.

თითოეულ შემთხვევაში, თქვენ გთხოვენ, რომ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა ელფოსტის მისამართი, საფოსტო კოდი, ტელეფონის ნომერი და ზოგ შემთხვევაში, ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შეძენა განხორციელდება ონლაინ მაღაზიის ვებსაიტიდან, ჩვენ აგრეთვე შევაგროვებთ და შევინახავთ დამატებით ინფორმაციას ამ შენაძენის შესახებ, მათ შორის, დასახელების, რაოდენობის, შეძენის თარიღებისა და გადახდის მეთოდის შესახებ, და სხვა ინფორმაციას, როგორიცაა გადამხდელის და გაგზავნის მისამართი (თუ სხვადასხვაა). ამ ინფორმაციის უზრუნველყოფით და შესაბამისი თანხმობის გაცემით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს აბრეშუმის მუზეუმის მიერ და მისი სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებისა და სხვა სერვისების მომწოდებლების მიერ, რათა გამოგიგზავნონ სარეკლამო მასალები და სხვა შეტყობინებები ბიზნეს შესაძლებლობების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ასეთი ელექტრონული სიახლეთა მაცნეების, სარეკლამო მასალებისა და სხვა კომერციული შეტყობინებების მიღება ინსტრუქციის „გამოწერის შეწყვეტა“ შესაბამისად, რომელიც მოცემულია თითოეულ სიახლეთა მაცნეში.

როდესაც თქვენ უკავშირდებით აბრეშუმის მუზეუმს, ჩვენ ვინახავთ თქვენი კომუნიკაციის ჩანაწერს, რათა გადავჭრათ ნებისმიერი პრობლემა, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ, ან ვინახავთ ჩანაწერს, რომ დავეხმაროთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. ჩვენ შევინახავთ ამ ჩანაწერებს არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ელფოსტის მისამართი, რომ გაცნობოთ იმ პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რომლებიც შემოთავაზებულია ჩვენი სერვისით.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებისა და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით შეგროვებულ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად, პიქსელის თეგები, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილება და ჩვენი სერვისების საერთო ხარისხი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები, რომ უარყოთ ყველა ქუქი-ფაილი, ან აღნიშნოთ, თუ როდის გამოიგზავნოს ქუქი-ფაილი. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შეიძლება ვერ განახორციელოთ წვდომა, ან ვერ გამოიყენოთ ჩვენი სერვისის ზოგიერთი ფუნქცია ქუქი-ფაილების გარეშე. პიქსელის თეგი არის ტექნოლოგია, რომელიც განთავსებულია ვებსაიტზე ან ელფოსტის შიგნით და გამოიყენება ვებსაიტზე აქტივობის თვალის დევნებისთვის. ის ხშირად გამოიყენება ქუქი-ფაილებთან კომბინაციაში. 

 
3. კონფიდენციალურობა და არჩევანი

ადამიანებს აქვთ სხვადასხვა პრობლემა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ნათელი გავხადოთ, თუ რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ და თქვენ გქონდეთ მიზანმიმართული არჩევნის გაკეთების საშუალება, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ეს ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები მისი „ვარიანტების“ და „პრიორიტეტების“ ფუნქციიდან იმგვარად, რომ მიიღოთ გაფრთხილება ქუქი-ფაილების მიღებამდე, ან საერთოდ გამორთოთ ყველა ქუქი-ფაილი. თუმცა მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ მრავალი სერვისი, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ჩვენს სერვისზე მომხმარებლებისთვის, შეიძლება არ ფუნქციონირებდეს სწორად ქუქი-ფაილების გამორთვის შემთხვევაში.

 
4. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაზიარებთ

ჩვენ არ ვუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს აბრეშუმის მუზეუმის ფარგლებს გარეთ, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც იქმნება რომელიმე გარემოება შემდეგი გარემოებებიდან:

ა. ჩვენ გავუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა თუ ინდივიდუალურ პირებს, აბრეშუმის მუზეუმის ფარგლებს გარეთ, თუ გვაქვს თქვენი წერილობითი ან სხვაგვარი თანხმობა ამასთან დაკავშირებით.

ბ. ჩვენ გავუზიარებთ პირად ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა თუ ინდივიდუალურ პირებს, აბრეშუმის მუზეუმის ფარგლებს გარეთ, თუ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ინფორმაციაზე წვდომა, მისი გამოყენება, შენახვა ან გამჟღავნება დასაბუთებულია შემდეგი მიზნებიდან გამომდინარე:

  • სათანადო კანონის, რეგულაციების, იურიდიული პროცესისა თუ მთავრობის მიერ სანქცირებული კანონიერი მოთხოვნების შესრულება;
  • ჩვენი სერვისის პირობებიდან რომელიმე მათგანის შესრულება, მათ შორის, რაიმე პოტენციურ დარღვევასთან დაკავშირებით;
  • თაღლითობის, უსაფრთხოების, ან ტექნიკური პრობლემების გამოვლენა, პრევენცია ან სხვაგვარად გადაჭრა;
  • ჩვენი სერვისის მომხმარებელთა და სერვისების პროვაიდერთა, აგრეთვე ფართო საზოგადოებისა და აბრეშუმის მუზეუმის უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა ზიანის მიყენებისგან, კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
  •  
5. ჩვენი სერვისის მომხმარებელთა საჩივრების დამუშავება და მარეგულირებელი ორგანოები

ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ ჩვენს შესაბამისობას ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და დარგის მასშტაბით მიღებულ საუკეთესო პრაქტიკასთან, აგრეთვე შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან. როდესაც ვიღებთ ოფიციალურ წერილობით საჩივარს, ჩვენ ვუკავშირდებით იმ პირს, ვინც შემოიტანა საჩივარი, რომ განვიხილოთ ეს საჩივარი.

 
6. კონფიდენციალურობის პოლიტიკის გადასინჯვა და განახლება

დროგამოშვებით შეიძლება მოხდეს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გადასინჯვა, და ასეთ შემთხვევაში, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც ხედავთ, იქნება ბოლო ვერსია, ხოლო ბოლო ასეთი გადასინჯვის თარიღი მოცემული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკის დასაწყისში.

 
7. დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ კითხვები, პრობლემები ან შემოთავაზებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტით info@silkmuseum.ge ან შემდეგ მისამართზე:

 სსიპ სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

საქართველო, თბილისი, გ. ცაბაძის ქუჩა № 6