ვიზიტი
მოგესალმებით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, რომელიც დაარსდა 1887 წელს და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში არსებულ მცირერიცხოვან აბრეშუმის მუზეუმებს შორის.
აქ დაცულია აბრეშუმთან დაკავშირებული 40 000-მდე ექსპონატი 50 ქვეყნიდან.
მუზეუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუდმივი და დროებითი გამოფენები, დაჯავშნოთ ვიზიტი ბიბლიოთეკაში, ჩაეწეროთ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ეწვიოთ მუზეუმის მაღაზიას.
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
სტანდარტული ბილეთის ფასი: 12 ₾
ბილეთის ფასი სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის და პენსიონერებისთვის: 5 ₾
მუზეუმში უფასო ვიზიტით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი და სსმ პირები. აგრეთვე მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) წევრები და ლიცენზირებული გიდები. ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს მუზეუმში ვიზიტი უფასოა ნებისმიერი ადამიანისთვის.
გიდის მომსახურება: ბილეთის საფასურს დამატებული 40₾.
მუზეუმში ხელმისაწვდომია გიდის მომსახურება ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, თუმცა აუცილებელია წინასწარი ჩაწერა (სასურველია 2 დღით ადრე მაინც):
+995 322 340 963 ან შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.
საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ ან დაგვიკავშირდით: silkmuseum.edu@gmail.com +995 593 483 684
სასკოლო ჯგუფებისთვის პროგრამის გარეშე მუზეუმის დათვალიერება: გიდის საფასურს (40₾) დამატებული 5 ₾ თითოეულ მოსწავლეზე (მაქსიმუმ 2 მასწავლებელი შევა უფასოდ. თანმხლებმა მშობელმა დათვალიერების სურვილის შემთხვევაში უნდა შეიძინოს სტანდარტული 12-ლარიანი ბილეთი).
გიორგი ცაბაძის ქუჩა #6, 0112, თბილისი
მუზეუმი მდებარეობს დინამო არენასა და მუშტაიდის ბაღს შორის. მუზეუმთან ახლოს ასევე არის მუსიკისა და დრამის ყოფილი თეატრი (მუსკომედია).
მუზეუმში ვიზიტისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
- მეტრო წერეთელი - მუზეუმიდან ფეხით 10 წუთი.
- ავტობუსები - 320, 306, 308, 311, 315, 327, 381, 384, 386.
- სამარშუტო ტაქსები - 536, 431, 541, 551, 476, 504.
ახლომდებარე ავტობუსის გაჩერებებია: ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი და მუსკომედიისა და დრამის თეატრი.
მუზეუმი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის. შენობის უკანა მხარეს სპეციალურად მიშენებულ სივრცეში ლიფტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ სსმ ადამიანებსა და მათ თანმხლებ პირებს.
ბიბლიოთეკაში ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ მოგვწეროთ: library.silkmuseum@gmail.com