ARACNE ვორქშიფები: პრაქტიკოსი მეაბრეშუმეებისა და ოსტატების გაძლიერების პროგრამა

ამბავი
01.04.25 - 10.09.25
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

პროექტი ARACNE (2023-2026) ევროპული აბრეშუმის წარმოების კულტურულ მემკვიდრეობასა და მის შენარჩუნებას შეეხება. ის მიზნად ისახავს ტრადიციული უნარების აღორძინებას კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობის ადაპტაციის გზით. ამგვარად, პროექტი აყალიბებს აბრეშუმთან დაკავშირებულ ევროპულ კულტურულ იდენტობას, რათა შეიქმნას ახალი ევროპული აბრეშუმის გზა - კულტურული მარშრუტი ევროპის მასშტაბით.

საქართველოდან პროექტის პარტნიორია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს აქტივობებს.

აპრილი-სექტემბრის პერიოდში ჰორიზონტი ევროპის პროექტის ARACNE ფარგლებში მუზეუმში ორ ეტაპად განვახორციელეთ მეაბრეშუმეთა გაძლიერების ვორქშოფები.

შეხვედრები მიზნად ისახავდა მეაბრეშუმეებისათვის სხვადასხვა შემოქმედებითი მიდგომის გაცნობასა და შესწავლას.

პირველი ეტაპის ფარგლებში ვუმასპინძლეთ 6 სხვადასხვა ვორკშოპს, მოწვეული სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

- აბრეშუმის პარკისგან აბრეშუმის ქაღალდის დამზადების ვორქშოფს მუზეუმის დირექტორი/ტრენერი ნინო კუპრავა ხელმძღვანელობდა.

- შეხვედრა გაიმართა დიზაინერ მართა თაბუკაშვილთან, რომელმაც კრეატიული დიზაინის მიმართულებით იმუშავა მონაწილეებთან. შედეგად შეიქმნა ხელნაკეთი სანთლები და ქსოვილები.

- ძაფის ამოხვევის ვორქშოფი ჩატარდა ტრადიციული ხელსაქმის ოსტატების - ნანული აზიკურის, მზია ალდამოვის, ანა კაპანაძის, ლიანა ანიაშვილის და თამარ ალხანაშვილის - ხელმძღვანელობით.

- ლელა კირთაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეები ეკოპრინტის ტექნიკას დაეუფლნენ.

- ანა კაპანაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეები ღებვისა და ქარგვის ტექნიკას დაეუფლნენ.

მეორე ეტაპის ფარგლებში გაიმართა ოთხი სხვადასხვა ვორქშოფი, მოწვეული სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

- ანა კაპანაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა ძაფის დართვის ტექნიკა განამტკიცეს.

- ირა ლავრინენკომ ქსოვილებზე თავისუფალი გადაკერვის მეთოდი, ე.წ. საშიკო შეასწავლა მონაწილეებს.

- ვიქტორია ბრიტის ხელმძღვანელობის აბრეშუმის პარკებისაგან ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები განხორციელდა.

- დამზადებული პროდუქციის ბრენდინგზე, შეფუთვასა და მარკეტინგული ხედვების შემუშავებაზე მონაწილეებმა მართა თაბუკაშვილთან ერთად იმუშავეს.

დაფინანსებულია ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამით No 101095188 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.

გალერეა

ამბები