მუზეუმების საერთაშორისო დღე 2026
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში
18:00-21:00
მზერა ბუნებისკენ: მუზეუმი გვაკავშირებს
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი უერთდება მუზეუმების საერთაშორისო დღეს, რომელსაც ყოველწლიურად საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება ICOM-ის ინიციატივით 18 მაისს აღნიშნავს. 2026 წლის თემა ფოკუსირებულია მუზეუმების როლზე და მათ მნიშვნელობაზე. “მუზეუმები-დაყოფილი სამყაროს გამაერთიანებელი ძალა” განიხილავს მუზეუმებს, როგორც ცოცხალი ცოდნის, დიალოგისა და სოციალური ჩართულობის სივრცეებს. წლევანდელი თემატიკა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მუზეუმების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე - ერთდროულად შეინარჩუნონ მემკვიდრეობა და წარმართონ თანამედროვე კულტურული დისკურსი.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი აღნიშნულ თემას საგამოფენო ფორმატით განავრცობს. მუზეუმის ინიციატივა “მზერა ბუნებისკენ: მუზეუმი გვაკავშირებს” ორ ახალ გამოფენას სთავაზობს საზოგადოებას.
“მღებავი მცენარეები”
დროებითი გამოფენა „მღებავი მცენარეები“ ბუნებრივ ღებვას, მცენარეზე დაკვირვებასა და ისტორიულ ცოდნას თანამედროვე მხატვრულ ინტერპრეტაციებთან აკავშირებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული საღებავების კოლექციის კვლევის საფუძველზე შექმნილი ილუსტრაციები, ინსტალაციები და თანამედროვე სახელოვნებო ნამუშევრები.
მონაწილე ხელოვანები: ვალერი პეტროვი, გიორგი შენგელია, ნატო ბაგრატიონი
“ეფემერულზე დაკვირვება: პეპლების განახლებული კოლექცია”
„ეფემერულზე დაკვირვება: პეპლების განახლებული კოლექცია“ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენტომოლოგიურ კოლექციას წარმოადგენს, რომელიც 1880-იანი წლებიდან ევროპული, კავკასიური და ტროპიკული წარმოშობის იშვიათი პეპლების ნიმუშებს აერთიანებს. კოლექცია 2025 წელს AIMF-ის მუზეოგრაფიის პროექტის ხელშეწყობით განახლდა და გამდიდრდა. ხუთ კონტინენტზე გავრცელებული დღისა და ღამის პეპლების კოლექცია ბუნებაზე დაკვირვებისა და შემეცნების სივრცეს ქმნის, სადაც მყიფე ფორმები დროის, ტრანსფორმაციისა და ეფემერულობის საკითხებზე გვაფიქრებს.
საგამოფენო მიმართულების კურატორი: მარიამ შერგელაშვილი
საგამოფენო მიმართულების სტაჟიორები: ვატო მაღრაძე, მარიამ გეგიძე, ელენე მარდალეიშვილი, ნინო პაპუაშვილი
საგამოფენო პროექტების რეკომენდატორები: ნინო კუპრავა, ვალერი პეტროვი, სოფიო ინჯია, სალომე ფაჩუაშვილი, მარინა გონაშვილი
გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედია: ანანო გოგიჩაძე