მღებავი მცენარეები

გამოფენა
18.05.26 - 01.09.26
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

მღებავი მცენარეები

დროებითი გამოფენა „მღებავი მცენარეები“ ბუნებრივ ღებვის მთავარ რესურსს - მცენარეს, მასზე დაკვირვებასა და ღებვის კომპლექსურ ცოდნას ერთმანეთთან აკავშირებს. ექსპოზიციაზე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დაცული საღებავების ისტორიული კოლექციის შესწავლის შედეგად შექმნილი თანამედროვე ილუსტრაციები და ინსტალაციაა წარმოდგენილი. ილუსტრაციების ავტორი, ვალერი პეტროვი, ენტომოლოგი, ბიოლოგი და ბუნების ენთუზიასტი მუზეუმის თანამშრომელია, რომელმაც ამ გამოფენისთვის კავკასიაში გავრცელებული მღებავი მცენარეების სხვადასხვა ნიმუში შექმნა. 

ბუნების შემეცნების და მცენარეზე დაკვირვების შემოქმედებითი მიდგომა ექსპოზიციაში თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებით განივრცობა. ექსპოზიცია წარმოადგენს ხელოვანების გიორგი შენგელიასა და ნატო ბაგრატიონის სახელოვნებო რეფლექსიებს. გიორგი შენგელიას ფოტოსერია “მუზეუმში ნანახი მცენარეები” და ნატო ბაგრატიონის ექსპერიმენტული ნამუშევრები ბუნების პოეტურ და მხატვრულ ინტერპრეტაციას ეხმიანება და ერთგვარი ვიზუალური მანიფესტია განახლებისა და ბუნებრივი საწყისებთან მიბრუნებისკენ.  

ბუნებრივი ღებვის პროცესი მცენარის შეგროვებიდან (ექსტრაქციიდან) და ქსოვილის დამუშავებიდან საბოლოო ფერის მიღებამდე ტექნოლოგიურ ცოდნასა და ემპირიულ გამოცდილებას ეფუძნება. ღებვის არქაული ცოდნა და პრაქტიკა ადამიანის, ბუნებისა და მატერიის ურთიერთქმედებით განვითარდა. ნაცნობი თუ უცნობი მცენარებიის განსხვავებული რაკურსით დაკვირვება დამთვალიერებელს ბუნებასთან თუ “ბუნებრივთან” მიბრუნებისკენ უბიძგებს. 

მცენარეული საღებავები ისტორიულად დაკავშირებულია კონკრეტულ გეოგრაფიულ და კულტურულ კონტექსტთან. კავკასიის მცენარეულ ფლორაზე აქცენტით მღებავი მცენარეები ადგილობრივი და შემოტანილი რესურსების ფართო არეალს წარმოაჩენენ და ამასთანავე ფერთა მრავალფეროვან სპექტრს ქმნიან. აღნიშნული გამოფენა მცენარეებს, მათ მღებავ თვისებებსა და მათზე დაკვირვების ცოცხალ პროცესს წარმოადგენს და თანამედროვე კრიზისულ გამოწვევებში ბუნების მნიშვნელობისა და მისი შემეცნების აუცილებლობაზე გვაფიქრებს.

მონაწილე ხელოვანები: ვალერი პეტროვი, ნატო ბაგრატიონი, გიორგი შენგელია

საგამოფენო მიმართულების კურატორი: მარიამ შერგელაშვილი

მთავარი რეკომენდატორი: ნინო (ჩუკა) კუპრავა

საგამოფენო მიმართულების სტაჟიორები:  ვატო მაღრაძე, მარიამ გეგიძე, ელენე მარდალეიშვილი, ნინო პაპუაშვილი

გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედია: ანანო გოგიჩაძე