ვიზიტი

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

მოგესალმებით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, რომელიც დაარსდა 1887 წელს და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში არსებულ მცირერიცხოვან აბრეშუმის მუზეუმებს შორის.

აქ დაცულია აბრეშუმთან დაკავშირებული 40 000-მდე ექსპონატი 50 ქვეყნიდან.

მუზეუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუდმივი და დროებითი გამოფენები, დაჯავშნოთ ვიზიტი ბიბლიოთეკაში, ჩაეწეროთ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ეწვიოთ მუზეუმის მაღაზიას.

სამუშაო
საათები
  • ორშ.: closed
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: closed
შესვლა

სტანდარტული ბილეთის ფასი: 12 ₾

ბილეთის ფასი სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის და პენსიონერებისთვის: 5 ₾

მუზეუმში უფასო ვიზიტით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი და შშმ პირები. აგრეთვე მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) წევრები და ლიცენზირებული გიდები.

გიდის მომსახურება: ბილეთის საფასურს დამატებული 40₾.

მუზეუმში ხელმისაწვდომია გიდის მომსახურება ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, თუმცა აუცილებელია წინასწარი ჩაწერა (სასურველია 2 დღით ადრე მაინც). 

საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ ან დაგვიკავშირდით:  silkmuseum.edu@gmail.com +995 593 483 684

სასკოლო ჯგუფებისთვის პროგრამის გარეშე მუზეუმის დათვალიერება: გიდის საფასურს (40₾) დამატებული 5 ₾ თითოეულ მოსწავლეზე (მასწავლებელი და 2 მშობელი შევა უფასოდ).

 

მდებარეობა

გიორგი ცაბაძის ქუჩა #6, 0112, თბილისი

მუზეუმი მდებარეობს დინამო არენასა და მუშტაიდის ბაღს შორის. მუზეუმთან ახლოს ასევე არის მუსიკისა და დრამის ყოფილი თეატრი (მუსკომედია).

მუზეუმში ვიზიტსათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

  • წერეთლის მეტრო - მუზეუმიდან ფეხით 10 წუთი.
  • ავტობუსები -  320, 306, 308, 311, 315, 327, 381, 384, 386.
  • სამარშუტო ტაქსები - 536, 431, 541, 551, 476, 504.

ახლომდებარე ავტობუსის გაჩერებებია: ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი და მუსკომედიისა და დრამის თეატრი.

ხელმისაწვდომობა

მუზეუმი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის. შენობის უკანა მხარეს სპეციალურად მიშენებულ სივრცეში ლიფტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ შშმ ადამიანებსა და მათ თანმხლებ პირებს. 

აბრეშუმის მუზეუმში

ბიბლიოთეკაში ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ მოგვწეროთ: library.silkmuseum@gmail.com