ევა ზაილერის სახელოვნებო რეზიდენცია
რეზიდენცია
ევა ზაილერი აპრილის თვეში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში სახელოვნებო კვლევით რეზიდენციაში მუშაობს.
ევას კვლევის საგანი არის მეაბრეშუმეობა საქართველოში, დარგის ისტორიული და პრაქტიკული ასპექტები, რომლებსაც სახელოვნებო ფორმატით განავრცობს. რეზიდენციის ფარგლებში 24 აპრილს დაგეგმილია საჯარო შეხვედრა ხელოვანთან.
ხელოვანის შესახებ:
ევა ზაილერი (*1979, მიუნხენი) სწავლობდა სცენოგრაფიასა და ქანდაკებას ვენას სახვითი ხელოვნების აკადემიაში და ანტვერპენის სამეფო ხელოვნების აკადემიაში. მის ქანდაკებებსა და სივრცით ინსტალაციებში ის სვამს კითხვებს ანთროპოცენტრიზმთან დაკავშირებით და სპეკულაციურად განიხილავს, თუ როგორ შეიძლება მომავლის კონტექსტში ადამიანისა და არაადამიანი ცხოველების, ბუნებისა და ტექნოლოგიის თანაცხოვრება არტიკულირდეს. იგი აქტიურად იკვლევს ჰიბრიდული ურთიერთობის ფორმებს, იყენებს როგორც ორგანულ მასალებს, ისე ინდუსტრიულად წარმოებულ ქსოვილებს თავისი ობიექტების შესაქმნელად.
მოკლევადიანი რეზიდენცია აბრეშუმის მუზეუმში განხორციელდა Culture Moves Europe-ის მხარდაჭერით.