ტექსტები, როგორც კულტურული საგანძური
ამბავი
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
პროექტი საბიბლიოთეკო წიგნებსა და ჟურნალებზე, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის წყაროზე, ფოკუსირდება, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო შემოქმედებითი პრაქტიკოსებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შთაგონებაა.
კურატორები: ლიდია მეთიუსი, მარიამ შერგელაშვილი და ნინო (ჩუკა) კუპრავა.
მხარდამჭერი: აშშ-ის საელჩო საქართველოში
პროექტი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივაა, რომელიც მრავალდარგობრივად აერთიანებს რვა ხელოვანს აშშ-დან და საქართველოდან. საარქივო კვლევის, სახელოვნებო რეზიდენციისა და კულტურული გაცვლის დინამიკური მთლიანობით, პროექტი იკვლევს აბრეშუმის ისტორიულ, ეკოლოგიურ და კულტურულ მნიშვნელობას. ის სვამს კითხვას: როგორ შეიძლება მუზეუმის უნიკალური ბიბლიოთეკის კოლექცია გახდეს შთაგონება ახალი ნამუშევრების შესაქმნელად? განსხვავებული მედიების საშუალებით - საარქივო მასალებით, აუდიო-ვიდეო ნამუშევრებით, ანიმაციითა და პოეზიით - მონაწილე ხელოვანები ხელახლა განმარტავენ მუზეუმის მდიდარ კოლექციას, აერთიანებენ ნარატივებს, რომლებიც აკავშირებს წარსულსა და აწმყოს, ტრადიციასა და ინოვაციას.
მონაწილე ხელოვანები: სტეისი სტირსი და ჯონ რომანო, მერი ციონგასი და ჯიმ როებერი, ჯ.ი. პატერსონი, ნინო ქვრივიშვილი, მარიამ ზალდასტანიშვილი, ნინო გოდერიძე (God Era).
ხელოვანთა ნამუშევრების სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ბლოგპოსტს