სტაჟირების პროგრამა მუზეუმში
ამბავი
01.04.25 - 30.06.25
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
სამი თვის განმავლობაში (აპრილი-ივნისი) მუზეუმში ვუმასპინძლეთ სტაჟირების პროგრამას, რომელში მონაწილე სტაჟიორებსაც საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მუზეუმის საქმიანობასა და უშუალოდ ჩართულიყვნენ როგორც საგამოფენო, ასევე საბიბლიოთეკო, საფონდო და საგანმანათლებლო მიმართულებებში.
სტაჟიორები აქტიურად მონაწილეობდნენ მიმდინარე პროექტებსა და საქმიანობაში. მათი ჩართულობით დაგეგმილმა და განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა მუზეუმის ყოველდღიური ცხოვრება, ახალმა იდეებმა და ენერგიულმა გუნდურმა მუშაობამ კი გააჩინა სამომავლო გეგმები, რომლებიც მუზეუმს კიდევ უფრო დააახლოვებს საზოგადოებასთან და გაზრდის მის როლს კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესში.