მუზეუმების საერთაშორისო დღე და მუზეუმების კვირეული 2025

ამბავი
18.05.25
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

ოთხწლიანი სრული რეაბილიტაციის შემდეგ აბრეშუმის მუზეუმი 2025 წლის მუზეუმების საერთასორისო დღესა და კვირეულს განსაკუთრებული სიხარულით უერთდება.
მუზეუმის გუნდთან და სტაჟიორებთან ერთად დაგიგეგმა საინტერესო აქტივობები და სემინარები.


პროგრამა:

18 მაისი – მუზეუმების საერთაშორისო დღე

ირმა შარიქაძის დროებითი გამოფენა: ნაქარგი ხებერი
აჭარელ ქალთა მემკვიდრეობა მითსა და თანამედროვეობას შორის.

17:00–21:00 | გამოფენის გახსნის პერფორმანსი: 17:00

გამოფენა ხელოვან ირმა შარიქაძესთან თანამშრომლობით აჭარელი ქალების კულტურულ მემკვიდრეობას მულტიმედიურად წარმოადგენს. „ხებერი“ (აჭარულ დიალექტზე — ამბავი) იქცევა არქეტიპული მითისა და თანამედროვეობის მაკავშირებლად. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარული ნაქარგობის კოლექცია, ახალი კერამიკული ობიექტები, ირმა შარიქაძის ფოტო ნამუშევრები 2019-2022 წლის ექსპედიციებიდან, ფილმი “აჭარული მზითვის ფერი” და Irma De Flore-ის ინსტალაცია.

22 მაისი – ბიომრავალფეროვნების დღე

  • 17:00-21:00

სემინარები და ინტერაქტიული პროგრამა ბუნებისმეტყველებისა და მდგრადობის შესახებ
წარმდგენები: ენტომოლოგი სოფიო ინჯია (საქართველო, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი) და მოწვეული სპეციალისტი, გარემოსდაცვითი განათლების ექსპერტი კაო კაიამა (იაპონია).

17:00-17:45 – არის თუ არა ადამიანური ჩარევა ბუნებაში “უარყოფითი“? – კაო კაიამა (სამუშაო ენა: ინგლისური)

18:00-18:30 – ფერებისა და ფორმების ბუნებრივი სელექცია – რას გვიყვება მუზეუმის პეპლების კოლექცია: სოფიო ინჯია (სამუშაო ენა: ქართული)

18:30 - 19:00 - ინტერაქტიული აქტივობა: მუზეუმის კოლექციაში შერჩეული პეპლების ნიმუშებზე მიკროსკოპული დაკვირვება (გვანცა ფოცხიშვილი კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტი, კოლექციების რესტავრატორი, ბიოლოგი ვალერი პეტროვი

19:00-19:30 – რა არის ნამდვილად ეკო-მეგობრული და მდგრადი? კაო კაიამა.

19:30-20:00 ხმოვანი კომპოზიცია: ეკო ხმის კოლაჟი
პლატფორმა თან_ხმოვანის ინიციატივითა და ხელოვან ნინო დავაძესთან თანამშრომლობით ეკო ხმოვანი კოლაჟის პრეზენტაცია.

24 მაისი – კვლევითი პრეზენტაციები

  • 15:00-18:00

15:00-15:45 – საჯარო შეხვედრა ახალგაზრდა მკვლევარ და ხელოვნებათმცოდნე ანასტასია კალანდაძესთან, პროექტი “ავგავანის” პრეზენტაცია მუზეუმთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარების ახალ მეთოდებსა და ინიციატივებზე

16:00-16:45 – პრეზენტაცია: ვირტუალური რუკა - თბილისის აბრეშუმის გზა | ჰორიზონტი ევროპის პროექტის ARACNE-ს ფარგლებში.

პროექტი თბილისის თემატურ ვირტუალ რუკას წარმოადგენს, რომელიც აბრეშუმის ისტორიულ და თანამედროვე მარშრუტებს აერთიანებს. პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა - Sakartvelo 360