მუზეუმში დაცულია XIX-XX სს-ებით დათარიღებული ფოტოკოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ნაბეჭდ ფოტოებს, ისე მინისა და ფირის ნეგატივებს.
კოლექციის გამორჩეული ნაწილია ფოტოგრაფ კონსტანტინე ზანისისა და კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის სხვა თანამშრომლების მიერ გადაღებული ფოტოები 1889-1910 წლებში.
მათზე ასახულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობა კავკასიაში, ასევე ადგილობრივთა პორტრეტები, ხედები, არქიტექტურა და სხვ.
მუზეუმმა მოამზადა კოლექციის IIIF აღწერილობა, რომელიც წარმოადგენს კულტურის ინსტიტუციებს შორის მაღალი ხარისხის გამოსახულებების გაცვლის საერთაშორისო სტანდარტს. ფოტოები გაციფრულებულია ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საფრთხის ქვეშ მყოფი არქივების პროგრამის მხარდაჭერით. მინის ნეგატივების დიგიტალიზებაზე იზრუნა გერმანელმა ხელოვანმა ოლაფ ნიკოლაიმ და კურატორმა ნინა ახვლედიანმა ბაქოს გოეთეს ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. ქვემოთ იხილეთ თემატურად დალაგებული ფოტოები (კოლექცია ეტაპობრივად განახლდება):
მეაბრეშუმეობის სადგურები და ქარხნები
აბრეშუმის ძაფის ამოხვევა და ქსოვა
ფოტოების დიგიტალიზაცია: გურამ წიბახაშვილი, ნინო წითურიშვილი.