მუზეუმში დაცულია XIX ს-ით დათარიღებული ენტომოლოგიური კოლექცია, რომელიც მოიცავს აბრეშუმის ჭიის (Lat. Bombyx Mori) ანატომიას და სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს.
კოლექცია ასევე შედგება სხვადასხვა ჯიშის ველური აბრეშუმხვევიების ბიოლოგიური ექსპონატებისა და მათი პარკისგან მიღებული ძაფის ნიმუშებისგან.
აღსანიშნავია პეპლების მცირე, მაგრამ გამორჩეული კოლექცია სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც მოიცავს ღამის პეპლების მრავალფეროვან ჯიშებს.
ფოტო: გურამ კაპანაძე, გოგა ჩანადირი.