მუზეუმში დაცულია XIX-XX სს-ებით დათარიღებული აბრეშუმის ძაფისა და შულოს კოლექცია, რომელიც შემოსულია ევროპიდან, აზიიდან და კავკასიიდან.
შულოები ამოხვეულია სხვადასხვა ჯიშისა და ჰიბრიდის აბრეშუმის პარკიდან და ერთმანეთისგან განსხვავდება რამდენიმე მახასიათებლით - ხარისხით, ფერით, ფაქტურითა და მარყუჟის ფორმით.
კოლექცია ასევე მოიცავს შეღებილი ძაფების ნიმუშებს, რომლებიც დამზადებულია კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის სამღებრო ლაბორატორიაში ვლადიმერ ივანოვის ექსპერიმენტების შედეგად.
ფოტო: გურამ კაპანაძე, ქეროლენ პეტერსონი.