• ორშ.: closed
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: closed

კოლექციები

აბრეშუმის პარკები

მუზეუმში დაცულია XIX-XXI სს-ებით დათარიღებული 5 000-მდე სხვადასხვა ჯიშისა და ჰიბრიდის აბრეშუმის პარკი.

ენტომოლოგია

მუზეუმში დაცულია XIX საუკუნით დათარიღებული ენტომოლოგიური კოლექცია.

ძაფი/შულო

მუზეუმში დაცულია XIX-XX სს-ებით დათარიღებული აბრეშუმის ძაფისა და შულოს კოლექცია, რომელიც შემოსულია ევროპიდან, აზიიდან და კავკასიიდან.

საღებავები

მუზეუმში დაცულია XIX ს-ით დათარიღებული საღებავების კოლექცია, რომელიც შედგება 144 ნიმუშისაგან და მოიცავს ბუნებრივ და ქიმიურ საღებავებს.

ტექსტილი

მუზეუმში დაცულია XIX-XXI სს-ების სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ქსოვილები. კოლექცია მოიცავს როგორც კავკასიური შინამრეწველობის ნიმუშებს, ასევე ინდუსტრიულ ტექსტილს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

გრენის კონტეინერები

მუზეუმში დაცულია XIX-XX ს ს-ით დათარიღებული გრენის (აბრეშუმის ჭიის კვერცხის) კონტეინერების კოლექცია, რომელიც მოიცავს გრენის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ 250 მუყაოს ყუთს.

ფოტოკოლექცია

მუზეუმში დაცულია XIX-XX სს-ებით დათარიღებული ფოტოკოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ნაბეჭდ ფოტოებს, ისე მინისა და ფირის ნეგატივებს.

თუთა

მუზეუმში დაცულია თუთის ხესთან დაკავშირებული სხვადასხვა ექსპონატი, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ხის განვითარებასა და მის მრავალგვარ გამოყენებაზე.