ლევან მანჯავიძის რეზიდენცია
რეზიდენცია
აბრეშუმის მუზეუმმა რეაბილიტაციის მოსამზადებელ ეტაპზე სახელოვნებო რეზიდენციას განსხვავებული ფორმატით უმასპინძლა. ხელოვანმა ათი დღით „იცხოვრა“ მუზეუმში და რეზიდენციის პროცესში დამთვალიერებლებთან ინტერაქტიული კავშირით ააწყო გამოფენა. ხელოვანმა აირჩია რეპრეზენტაციის არატრადიციული ფორმა, სადაც დამთვალიერებელი გამოფენის მზადების თანამონაწილე გახდა. წლების განმავლობაში მხატვრის მიერ გადანახული ნამუშევრები მუზეუმის სივრცეში „აქ და ახლა” გაიხსნა, პარალელურად კი მუზეუმმა საკუთარი კოლექციების შეფუთვა-შენახვისთვის მომზადება დაიწყო. ამგვარად, გამოფენამ მეტაფორულად გააერთიანა ინდივიდუალური და ინსტიტუციური ფორმირების საკითხი.
სარეზიდენციო პერიოდის განმავლობაში აკო დევიძესთან თანამშრომლობით მომზადდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
კურატორი: მარიამ შერგელაშვილი
პროექტის მოწვეული მონაწილეები: მუსიკოსი - ლადო ონიანი; ოპერატორი / რეჟისორი - აკო დევიძე