სხვა სახე

გამოფენა
10.01.20 - 18.01.20
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

ლევან მანჯავიძის გამოფენა-აქცია „სხვა სახე” წარმოადგენდა ექსპერიმენტულ ინიციატივას სამუზეუმო ცხოვრების გარდამავალ ფაზაში (მუზეუმის რეაბილიტაციის წინა პერიოდში). ფერწერული ნამუშევრების სერია “სახეები” ხელოვანის ყოველდღიური, გარემომცველი რეალობიდან ტილოზე აღბეჭდილ “პერსონა-სუბიექტებად” წარმოგვიდგებოდნენ. ყოველდღიურობის დინებაში შეუმჩნეველი, მაგრამ ავტორისთვის კარგად ნაცნობი სახეები უწყვეტი დაკვირვების ობიექტები გახდნენ. ნამუშევრებში არეკლილი ადამიანური განცდების – შიშების, თამაშის, წარმოსახვის ურთიერთგაცვლა მაყურებელს, ხელოვანსა და სივრცეს შორის უწყვეტი შემოქმედებითი კავშირის წინაპირობად ჩამოყალიბდა.

 

მონაწილე: ლევან მანჯავიძე

კურატორი: მარიამ შერგელაშვილი

 

გამოფენას წინ უძღოდა მხატვრის  რეზიდენცია  მუზეუმში.

 

გალერეა

ვიდეო