ეტი იანივის რეზიდენცია

რეზიდენცია

რეზიდენციის პერიოდში ხელოვანმა იმუშავა ინსტალაციების სერიაზე „საოცრებათა ოთახი“, რომელიც წარმოადგინა გამოფენაზე “ორი სოლო პროექტი”.

ნამუშევრები უშუალოდ ეხმიანებოდა არტისტის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებებისა და  მუზეუმის სპეციფიკის კვლევას. თავისი რეზიდენციის დროს არტისტმა გამოიყენა მუზეუმში ნაპოვნი არასაკოლექციო საექსპოზიციო ყუთები სხვადასხვა ქსოვილის, ადგილზე ნაპოვნი ნივთების, ფოტოებისა და მუზეუმში შესრულებული ნახატებისგან შემდგარი ასამბლაჟების შესაქმნელად. ეტი იანივის ინსტალაციები ინსპირირებულია “ბუნებისა და ბუნებრივი პროცესებისგან - ჰაერის ტურბულენტურობა, ოკეანის მღელვარება, დაბინძურებული წყალი და ნალექი, ეს მოვლენები უბიძგებს ნარჩენი მასალებისაგან აბსტრაქტული პეიზაჟები შექმნას…”

გალერეა