ორი სოლო პროექტი
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ლევან მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა “…შორის” აერთიანებდა პიგმენტირებული თაბაშირის ქანდაკებებსა და ჟაკარდის მანქანაზე მოქსოვილ ფარდაგებს. თავად მასალის არჩევანი და მათი ფიზიკური ბუნება იმ კონდიციებს ეხმიანებოდა, რომლებიც მინდიაშვილის პრაქტიკაში ცენტრალურ ადგილს იკავებს: ყველა არსებული პარადიგმების, ცნებების თუ ღირებულებათა სიმყიფე და დღევანდელი სამყაროს გარდამავალი მდგომარეობა “ძველიდან” ჯერ კიდევ გაურკვეველ აწმყოში.
ბრუკლინში მოღვაწე ებრაელი ვიზუალური არტისტის - ეტი იანივის პროექტი "საოცრებათა ოთახი" წარმოადგენდა აბრეშუმის მუზეუმის ბიბლიოთეკაში ადგილზე მორგებულ, სივრცობრივ ინსტალაციას და შედგებოდა მუზეუმში ნაპოვნი სხვადასხვა ნივთისგან შემდგარი ასამბლაჟებისგან. თითოეული მათგანი წარმოადგენდა სხვადასხვა ამბავს, რომელიც შეეხებოდა არტისტის მიერ საქართველოს ლანდშაფტების მონახულებას და მის რეაქციას ფაქტურებზე, არქიტექტურასა და ისტორიაზე.
გამოფენას წინ უძღოდა ეტი იანივის რეზიდენცია მუზეუმში.
მონაწილეები: ეტი იანივი, ლევან მინდიაშვილი
მხარდამჭერი: თბილისის მერია