„საზიარო სახელოსნო: შექმენი და დაკავშირდი“

ვორქშოფი
18.05.22 - 03.07.22
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

აბრეშუმის სახელმიწფო მუზეუმმა CEC ArtsLink-ის მხარდაჭერით სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდასა და ეზოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა პროექტი ომის შედეგად დაზარალებული, საქართველოში დროებით მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად. პროექტის ფარგლებში მუზეუმის თანამშრომლებისა და ქართველი ხელოვანების მოხალისეობრივი ჩართულობით ჩატარდა მასტერკლასები (მედიუმები: კერამიკა, ფერწერა, ქსოვა, შოლკოგრაფია, ხელსაქმე, მუსიკა) და შეხვედრები. საზიარო სივრცეში განხორციელებული ერთთვიანი პროგრამა მიზნად ისახავდა შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნასა და ომის ტრამვული პროცესის შემსუბუქებას. ფინალურ ეტაპზე ჩატარდა მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. პროექტში მონაწილეობდა 20-მდე უკრაინის მოქალაქე.

 

მონაწილე ხელოვანები: თინათინ მღებრიშვილი, ნინო კუპრავა, ვალერი პეტროვი, დაჩი აბსანძე, ირა ლავრინენკო, მანანა აბზიანიძე, კაკო თოფურია, დავით შუღლიაშვილი, ზურა ცოფურაშვილი, ლელა კირთაძე, მარინა რამიშვილი

ლოკაცია: ეზო; პროპაგანდას სივრცე

მხარდამჭერები: CEC ArtsLink; სახელოვნებო ორგანიზაცია პროპაგანდა (Propaganda.network); ეზო; GIPA STUDENT MEDIA

გალერეა