არტ ინტერვენცია მუზეუმში
რეზიდენცია
აბრეშუმის მუზეუმის პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი კურატორებისა და ხელოვანების თანამშრომლობას მუზეუმის სივრცესთან დიალოგში. პროექტის ფორმატი გულისხმობდა მუზეუმის სივრცეში სახელოსნოს მოწყობას და მუზეუმის თემატიკის განვრცობას მოწვეული მონაწილეების სახელოვნებო პრაქტიკაში. ამ ინიციატივით მუზეუმმა შექმნა არტისტული ინტერვენციის ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი ადგილობრივ სახელოვნებო სივრცეში. პროექტის შედეგად განხორციელდა 4 გამოფენა:
საბჭოთა ცისარტყელა - მაღაზიიდან მუზეუმამდე
ვინ არის ეს მე, ვისაც შეუძლია თქვას მე?
¡No vayas sola, Remedios! / მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!
მონაწილეები:
- ხელოვანი ნინო ქვრივიშვილი და კურატორი ირინა პოპიაშვილი
- არტისტი-პერფორმერი ნადია წულუკიძე და კურატორი ლალი პერტენავა
- ხელოვანები უტა ბექაია და ლევან მინდიაშვილი კურატორ ელენე აბაშიძესთან ერთად
- ხელოვანი ლია ბაგრატიონი და კურატორი მაგდა გურული
პროექტი განხორციელდა "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის" ფარგლებში. პროექტის მართვას უზრუნველყოფდა კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია.
მხარდამჭერი: სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი (SCO).