არტ ინტერვენცია მუზეუმში: საბჭოთა ცისარტყელა - მაღაზიიდან მუზეუმამდე
გამოფენა
31.05.16 - 02.08.16
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
გამოფენა შეიქმნა მუზეუმის ისტორიის, ქართული აბრეშუმისა და ქსოვილების ინდუსტრიის თემაზე. სათაური „საბჭოთა ცისარტყელა“ ეხმიანება თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის სახელს და ამჯერად, თითქმის შეწყვეტილი ინდუსტრიის ნაწარმი არტისტის ნამუშევრებით ახალ კონტექსტში წარმოგვიდგა. არტისტმა საბჭოთა პერიოდში თბილისის ფაბრიკის გამოშვებული ქსოვილები მოიძია და ისინი მუზეუმის რეკონსტრუქციის შედეგად გადარჩეულ ნივთებთან კომბინაციით ახალ კონტექტსში, ახალ ნამუშევრებად წარმოგვიდგინა.
გამოფენას წინ უძღოდა მხატვრისა და კურატორის რეზიდენცია მუზეუმში.
მონაწილე: ნინო ქვირივიშვილი
კურატორი: ირინა პოპიაშვილი
მხარდამჭერები: “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტი”, კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი (SCO)