მუზეუმის განახლებული სარდაფი

რეაბილიტაცია
01.08.20 - 08.10.24
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია
რეაბილიტირებული სარდაფი მომავალში სხვადასხვა ფუნქციის სივრცეებს გააერთიანებს.

მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო მუზეუმის სარდაფის სივრცე ამ დრომდე არ იყო ათვისებული. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სარდაფში განთავსდება კაფე, საკონფერენციო და საგანმანათლებლო სივრცეები, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორია, სველი წერტილები და სხვა ფუნქციური სივრცეები. სართული ასევე ადაპტირდება ეტლით მოსარგებლეებისთვის.

მუზეუმის შენობაში სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს თბილისის განვითარების ფონდი. პროექტი „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაცია“ (“AIMF”)-ის თანადაფინანსებით ხორციელდება. რეაბილიტაციის პროექტის ავტორია არქიტექტორი ნინო ჩაჩხიანი.

გალერეა