აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია
რეაბილიტაცია
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად განახლებული სახით დაუბრუნდება
2020 წლიდან მუზეუმის შენობაში სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს თბილისის განვითარების ფონდი. პროექტი „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაცია“ (“AIMF”)-ის თანადაფინანსებით ხორციელდება. რეაბილიტაციის პროექტის ავტორია არქიტექტორი ნინო ჩაჩხიანი.
პროექტი ითვალისწინებს შენობის ისტორიულ ღირებულებას და შეძლებისდაგვარად აახლოებს თითოეულ არქიტექტურულ დეტალს იმ ავთენტურ სახესთან, რომელიც წლების განმავლობაში შეიცვალა. სამუშაოების მიმდინარეობის თითქმის სამი წლის განმავლობაში შენობაში ჩატარდა გამაგრების სამუშაოები, მოგვარდა მიწისქვეშა წყლების პრობლემა, რომელიც აზიანებდა შენობას; დღეს უკვე სარდაფი მოწესრიგებულია და მოწყობილია სადრენაჟე სისტემა. პარალელურად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და ფასადის რესტავრაცია.
უახლოეს თვეებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები, მოწესრიგდება მუზეუმის ბაღი და უკანა ეზო, აღიჭურვება შიდა სივრცეები და მოეწყობა ახალი ექსპოზიციები მუზეუმის დამთვალიერებლებთან შესახვედრად.
ფოტო: მარიამ კალხიტაშვილი