გამოფენა "Soie - აბრეშუმი"
გამოფენა
- ორშ.: closed
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: closed
აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა საერთაშორისო ფესტივალ "ევროფალიის" ფარგლებში ბელგიის ქალაქ ლიეჟის გალერეაში "Les drapiers"
ბელგიელი მხატვრის ჟან-ლუკ პეტის თანამედროვე ხედვამ გააერთიანა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის მრავალფეროვანი კოლექცია (143 ექსპონატი). აბრეშუმის პარკების, ქსოვილებისა და აბრეშუმის ძაფების ნიმუშები გვახსენებდა საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებასა და ღრმა ისტორიულ კონტექსტს.
ქართველმა ხელოვანმა, თამუნა ჭაბაშვილმა, წარმოადგინა გამოფენასთან თემატურად დაკავშირებული ნამუშევრები - “მოსაჩითი ნიმუშების წიგნი” (2016) და “მოგზაური ისტორიები” სერიიდან “დაუცველობის საზღვრები” (2023). ჭაბაშვილის ნამუშევრები კონცეპტუალურად იკვლევს არქივების, კვალისა და პირადი ისტორიების თემებს, ვიზუალურ და ტაქტილურ ნარატივებს.
გამოფენის ფარგლებში ასევე შედგა გამომცემლობა კონასთან და გერმანელ არტისტ ოლაფ ნიკოლაისთან თანამშრომლობით შექმნილი პუბლიკაცია სერი(ა)-ს მესამე გამოცემის პრეზენტაცია.
გამოფენის კონცეფცია და დიზაინი: ჟან-ლუკ პეტი
ლოკაცია: გალერეა "Les drapiers", ლიეჟი, ბელგია.
მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო; “ევროპალია”.