ფოლადის ძაფივით
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
გამოფენამ „ფოლადის ძაფივით" თანამედროვე ხელოვნებას დაუკავშირა აბრეშუმის წარმოების საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. აიღო რა ეს ტრადიცია ქართული კულტურის ალეგორიად, გამოფენამ ხაზი გაუსვა მის ისტორიას, სპეციფიკასა და პოტენციალს. გამოფენამ გამოყო ქალი ხელოვანების შემოქმედება და, ამგვარად, თანამედროვე ქართული ხელოვნების ახლებური გააზრება შესთავაზა მაყურებელს.
გამოფენამ სათაური აიღო გამოფენაზე წარმოდგენილი სტუდენტების ჯგუფის ვიდეო ნამუშევრიდან (“მეაბრეშუმეობის ლაბორატორია”, 2016, 3:30 წთ). საქართველოში წარმოებული აბრეშუმი ფოლადთან არის შედარებული. გამოფენის მიზანი იყო აბრეშუმის მსგავსად საქართველოში თანამედროვე ხელოვნების სპეციფიკისთვის გაესვა ხაზი და წარმოეჩინა მისი პოტენციალი.
მონაწილეები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის მაქმანების კოლექცია, ვერა ფაღავა, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, თიკა ჟვანია, ნიკა გაბისკირია, გიორგი გელაძე, ელისაბედ გორგიაშვილი, თამარ გურგენიძე, რეზი გვარამიძე, ნონა დიდებაშვილი, სალომე დუმბაძე, მარიამ ზაკაიძე, გიორგი თარგამაძე, ლადო ლომიტაშვილი, ქეუ მეფარიშვილი, რუსო ფიცხელაური, მურთაზ ფურცხვანიძე, მარიამ ქარჩხაძე, სალომე ჩიგილაშვილი, ივეტა ჩხიკვაძე, ლიზა ცინდელიანი, ზურა ცოფურაშვილი, ჭა, ანო ჯიშკარიანი.
კურატორები: ელენე აბაშიძე და ანა ჩორგოლაშვილი
ლოკაცია: პრეზიდენტის სასახლე