ნაქსოვი არქიტექტურა
გამოფენა
18.07.19 - 30.07.19
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
“ნაქსოვი არქიტექტურა” წარმოადგენდა ადგილზე მორგებულ ნამუშევარს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სამ სხვადასხვა სივრცეში. ნაქსოვი შედგენილი იყო ლენტებით, რომლებიც შენობის არქიტექტურას ერწყმოდნენ და თავადაც ქმნიდნენ არქიტექტურულ სტრუქტურას.
ლენტების გამოყენებამ ავტორს საშუალება მისცა, რომ ქსოვის პროცესი დაზგის გარეშე წარემართა. ამ შემთხვევაში თავად არქიტექტურა გარდაიქმნა ქსოვილის დამჭერ სტრუქტურად. ნამუშევარი განსახვავებულად აღიქმებოდა მნახველის ხედვის კუთხის, სინათლის ანარეკლებისა და დღის მონაკვეთების ცვლასთან ერთად.
მონაწილე: ფიონა დევისი