უექსპონატო: ფოთლისმჭამელები

გამოფენა
22.06.21 - 01.07.21
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

„უექსპონატოს“ პირველი ღონისძიების ფარგლებში, დაცარიელებულ „თუთის ოთახში“ გამართული გამოფენა  ადამიანის, ბუნებისა და აბრეშუმის კავშირს შეეხო. ნინო ელიაშვილმა აქ წარმოდგენილი ნამუშევრები მუზეუმის შთაგონებით შექმნა. აკვარელში შესრულებული შრეები, რაც აბრეშუმის ქსოვილის გამჭვირვალობას გვახსენებს, სხვადასხვა ობიექტისა და უსახო სხეულის კავშირს წარმოადგენდა. 

ექსპოზიციის საკითხებს შეეხო ნინო ზირაქაშვილის სახელოვნებო წიგნებიც. „ენტომოლოგიური კოლექცია“ (2018) ხელოვანმა მუზეუმის პეპლების კოლექციის ერთ-ერთი უჯრის შთაგონებით შექმნა, სადაც შეკრებილი ეტიკეტები იმ ექსპონატებზე გვაფიქრებს, რომელთაც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. ხელოვანის წიგნში „ჰერბარიუმი“ (2020) მან მინიმალური ინფორმაციით გააერთიანა მცენარეული მოტივებით შექმნილი ინდუსტრიული ქსოვილის ნიმუშები. 

 

მონაწილეები: ნინო ელიაშვილი, ნინო ზირაქაშვილი

კურატორი: დათა ჭიღოლაშვილი

 

*Covid 19 პანდემიის რეგულაციებისა და შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გამოფენაზე დასწრება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ვიზიტორებისთვის იყო შესაძლებელი.

გალერეა