საჯარო შეხვედრა - აბრეშუმის დიდი გზა საქართველოში

ღონისძიება
30.11.24 - 30.11.24
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

2024 წლის 30 ნოემბერს, მუზეუმში ისტორიკოსების ნიკოლოზ მურღულიასა და ბესიკ ლორთქიფანიძის ნაშრომის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა, სადაც აუდიტორია გაეცნო აბრეშუმის გზის სტრატეგიულ მნიშვნელობას, მის გავლენას ჩვენს კულტურაზე და იმ ეპოქალური მოვლენების ანალიზს, რომელიც დღესაც საინტერესო და აქტუალურია.

როდის გაჩნდა პირველი აბრეშუმი საქართველოში?
როგორი იყო ვაჭრობა კავკასიასა და შუა აზიას შორის ანტიკურ ხანაში?
რას წერდნენ სტრაბონი და მარკო პოლო საქართველოს შესახებ?
რას ცდილობდა ვახტანგ VI და რა მიზნები ჰქონდა სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობას ევროპაში?

- მომხსენებლების შესახებ:
ბესიკ ლორთქიფანიძე - ისტორიის დოქტორი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი. ხუნწის ციხის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი და ნოქალაქევის საერთაშორისო ექსპედიციის მუდმივი წევრი 1981 წლიდან. აქვს სასკოლო პედაგოგიური მოღვაწეობის 23 წლიანი გამოცდილება. აქვს მენტორი მასწავლებლის სტატუსი. საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია კოლხეთისა და ეგრისის ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე. VII, VIII, IX, X და XII კლასების საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის გრიფირებული სასკოლო და მეთოდური სახელმძღვანელოების თანაავტორი

ნიკოლოზ მურღულია - არქეოლოგიის დოქტორი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. ლექციებს კითხულობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. მისი ავტორობით და თანაავტორობით როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ გამოქვეყნებულია 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია კოლხეთისა და ეგრისის ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე. ასევე, რამდენიმე ნაშრომი საველე არქეოლოგიის თანამედროვე მეთოდიკებისა და გამოწვევების შესახებ. არის X-XII კლასების საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის გრიფირებული სასკოლო და მეთოდური სახელმძღვანელოების თანაავტორი.

- საჯარო შეხვედრების ციკლი ხორციელდება პროექტის ARACNE ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამით No 101095188 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.

სრული ვიდეო-ჩანაწერი

ვიდეო