არის თუ არა ტექსტილი ხელოვნება

ღონისძიება
01.09.15 - 30.12.15
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა შეიმუშავა სალექციო კურსი „არის თუ არა ტექსტილი ხელოვნება“? 

საგანმანათლებლო ინიციატივა  შემუშავდა ევროპის ტექსტილის ქსელის (ETN) ექს-პრეზიდენტ ბეატრის სტერკთან საჯარო შეხვედრის შემდეგ, როდესაც გამოიკვეთა ის გამოწვევები და გავლენები, რასაც განიცდის ტექსტილი თანამედროვე ხელოვნებაში. სალექციო კურსი მიზნად ისახავდა ტექსტილის მნიშვნელობის განსაზღვრას თანამედროვე რეალობაში. ინიციატივის ფარგლებში მუზეუმმა მოიწვია ტექსტილის ხელოვანები. ყოველთვიური თემატური შეხვედრების ფარგლებში ხელოვანებმა  დამსწრე აუდიტორიას გააცნეს თავიანთი შემოქმედება და გამოცდილება ამ სფეროში.

 

მონაწილეები: ბეატრის სტერკი, ნინო ქვრივიშვილი, ქეთევან ბასი, ნინო ზირაქაშვილი, თამუნა ჭაბაშვილი

გალერეა