მუზეუმში დაცულია XIX-XX სს-ით დათარიღებული გრენის (აბრეშუმის ჭიის კვერცხის) კონტეინერების კოლექცია, რომელიც მოიცავს გრენის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ 250 მუყაოს ყუთს.
კონტეინერების საშუალებით სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიებში იგზავნებოდა გრენა სამეცნიერო კვლევებისთვის. ყუთების ფორმა და დიზაინი განსხვავებულია წარმომავლობის მიხედვით.
კოლექცია მოიცავს ნიმუშებს საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და სხვ.
ფოტო: გურამ კაპანაძე, ივა ჩიტიძე, გოგა ჩანადირი, პაბლო ფერარი.