მუზეუმში დაცულია XIX ს-ით დათარიღებული საღებავების კოლექცია, რომელიც შედგება 144 ნიმუშისაგან და მოიცავს ბუნებრივ და ქიმიურ საღებავებს: ენდრო, ინდიგო, ბაყმის ხე, კოშენილი, კაკლის წენგო, ბრილიანტის მწვანე და ა.შ.
კოლექციაში აგრეთვე დაცულია შესაღები ძაფის მოსამზადებელი პრეპარატები: მუხის კაკლები, სუმახი, ნესვის თესლი, შაბიამანი, ღვინის ქვა და ა.შ. კოლექციის ექსპონატები მუზეუმში შემოსულია მსოფლიოს 16 ქვეყნიდან.
ფოტო: გურამ კაპანაძე, პაბლო ფერარი.