პროექტი ARACNE

ამბავი
15.05.23 - 01.03.26
ARACNE - აბრეშუმთან დაკავშირებული ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის როლის დაცვა ეროვნულ და ევროპულ დონეზე

პროექტი ARACNE (2023-2026) ევროპული აბრეშუმის წარმოების კულტურულ მემკვიდრეობასა და მის შენარჩუნებას შეეხება. ის მიზნად ისახავს ტრადიციული უნარების აღორძინებას კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობის ადაპტაციის გზით. ამგვარად, პროექტი აყალიბებს აბრეშუმთან დაკავშირებულ ევროპულ კულტურულ იდენტობას, რათა შეიქმნას ახალი ევროპული აბრეშუმის გზა - კულტურული მარშრუტი ევროპის მასშტაბით.

 

ARACNE მიზნად ისახავს:

 

  • აბრეშუმის წარმოებისთვის აქტუალობის მინიჭებას როგორც მატერიალური, ისე არამატერიალურ მემკვიდრეობის ხელშეწყობის გზით;
  • ევროპის ქალაქების, რეგიონების, მუზეუმების, სასწავლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრების ურთიერთთანამშრომლობას მეაბრეშუმეობის დარგის პოპულარიზაციისთვის;
  • აბრეშუმთან დაკავშირებული ევროპული კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ციფრულ აპლიკაციებსა და უახლეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.

 

პროექტის ძირითადი მიმართულებები და აქტივობები:

 

  • სამეცნიერო კვლევა
  • საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებში
  • მეაბრეშუმეობის ხელშეწყობა
  • ტურისტული მარშრუტების შექმნა
  • მოდისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება
  • აბრეშუმთან დაკავშირებული ინოვაციური პროდუქტების შექმნა

 

პროექტში მონაწილეობს 7 ქვეყანა (იტალია, საბერძნეთი, სლოვენია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, საქართველო) და 11 პარტნიორი  ორგანიზაცია.

საქართველოდან პროექტის პარტნიორია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც ახორციელებს აქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით:

 

  • აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კოორდინაციას უწევს მეაბრეშუმეობის დარგობრივ კვლევებსა და პრაქტიკულ საქმიანობას;
  • მუზეუმი ახორციელებს სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამებსა და შემეცნებით აქტივობებს მოწვეული ისტორიკოსებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სპეციალისტების ჩართულობით;
  • ქმნის აბრეშუმთან დაკავშირებულ თბილისის ვირტუალურ რუკას;
  • ხელს უწყობს მეაბრეშუმეობის დარგში მომუშავე ოსტატებსა და სპეციალისტებს ვორქშოფებისა და თემატური აქტივობების დაგეგმვის გზით.

 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამით No 101095188 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.