ძალაუფლების ტაქსონომიები: ფოტო ამბები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმიდან

გამოფენა
21.03.24 - 07.06.24
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია
გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის 47 ფოტო ასლი მინის ნეგატივების კოლექციიდან, რომელიც აბრეშუმის ჭიის სასიცოცხლო ციკლს ასახავს. აღნიშნული საარქივო მასალა თემატურად კონტექსტუალიზებული იყო ქართველი ხელოვანის - ანდრო ერაძის ფილმთან “მტვერში გაზრდილი.”
 
გამოფენის პარალელურად წარმოდგენილი იყო კურატორთა რედაქტორობით შექმნილი პუბლიკაცია (დიზაინერი - Geoff Kaplan/General Working Group) აბრეშუმის მუზეუმის ისტორიისა და მისი ფოტოკოლექციის შესახებ.

17 მაისს, გამოფენის მიმდინარეობის პარალელურად გაიმართა საუბრები დათა ჭიღოლაშვილთან (აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი კურატორი), ხოლო 4 ივნისს - ონლაინ შეხვედრა "ძალაუფლების ტაქსონომიები: საუბარი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმზე". შეხვედრის ფარგლებში ნინა ახვლედიანმა, ალიანა კლერ ფელდმანმა, ოლაფ ნიკოლაიმ და მარიამ შერგელაშვილმა ისაუბრეს ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაზე, მუზეუმის ფოტოგრაფიულ მემკვიდრეობაზე, სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა ნიუ იორკის გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით განხორციელდა.
 
გამოფენის თანაკურატორები: ალაინა კლერ ფელდმანი (მიშკინის გალერეის დირექტორი და კურატორი), მარიამ შერგელაშვილი (აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გამოფენების კურატორი).
 
ლოკაცია: მიშკინის გალერეა, ნიუ-იორკი, აშშ
 
მხარდამჭერები: CEC ArtsLink, the Weissman School of Arts and Sciences at Baruch College (CUNY), Dr. Konstantin Frank Winery.
 
 
ფოტოები © Mishkin Gallery,  Isabel Asha Penzlien.

გალერეა