ზრდასრულთა პროგრამა "შეინარჩუნე ელვარება"

ვორქშოფი
01.05.15 - 30.08.15
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

პროგრამის ფარგლებში 14 მონაწილე დაეუფლა აბრეშუმის ჭიის მოვლისა და მისგან მიღებული პროდუქტის სხვადასხვაგვარი გამოყენების მეთოდებს. მონაწილეებმა თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს ჭიის მოვლაში, ძაფის ამოხვევასა და დართვაში, ღებვაში, დაზგაზე ქსოვასა და აბრეშუმის პარკის სხვა სახით გამოყენებაში. მონაწილეებს ასევე დაურიგდათ პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი პრაქტიკოსი მეაბრეშუმის რვეულები და კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები. პროექტის შედეგად მუზეუმმა შეიძინა ორი ჰორიზონტალური საქსოვი დაზგა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ვოქშოფებისთვის და, აგრეთვე, მუზეუმის პროდუქციის დასამზადებლად.

 

ლექტორები და ინსტრუქტორები: ნინო კუპარავა, მარინა გონაშვილი, სალომე ფაჩუაშვილი, მარიამ შერგელაშვილი, ვალერი პეტროვი, ელგუჯა შაფაქიძე, ირაკლი გუჯაბიძე, ზოია წყარუაშვილი, მირიამ დუჩიძე, ანა კაპანაძე, ნინო ქვრივიშვილი

გრაფიკული დიზაინერი: ნინო კუბლაშვილი

 

მხარდამჭერი: DVV International Georgia

გალერეა