რას გვიყვება ქსოვილი?

ვორქშოფი
10.03.21 - 31.03.21
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც განხორციელდა ონლაინ ფორმატში. ვორქშოფი ყურადღებას ამახვილებდა ქსოვილთან დაკავშირებულ პირად ისტორიებზე, რაც კოლექტიურ მეხსიერებასთანაც სხვადასხვაგვარ ბმას პოულობს. ოთხი შეხვედრის განმავლობაში, განსხვავებული ასაკისა და პროფესიის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები და ჩაერთნენ მუზეუმის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები წარადგენდნენ საკუთარ იდეებს და ჯგუფური განხილვის შედეგად, ამუშავებდნენ ქსოვილთან დაკავშირებულ პირად ამბებს, რომელთა გაცნობაც შესაძლებელია მუზეუმის ბლოგზე.  

 

კურატორები: დათა ჭიღოლაშვილი, მარიამ შერგელაშვილი

მომხსენებლები: მარიამ შერგელაშვილი, ანა შანშიაშვილი, სოფო ტაბატაძე, ნინო ქვრივიშვილი

მხარდამჭერები: Art Prospect; პროგრამა CEC ArtsLink

გალერეა