"აბრეშუმის პარკს გარეთ: როგორ წარვადგინოთ ხელოვნება საჯაროდ პანდემიის დროს"
რეზიდენცია
ამ ინიციატივის ფარგლებში, მუზეუმმა საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა მოწვეულ ხელოვანთან და კურატორთან ითანამშრომლა. პანდემიის დროს მუშაობის განხილვის პარალელურად, პროექტის მთავარი თემა არქივისა და კოლექციის საკითხებს შეეხებოდა. ამ პროცესში დიდი ყურადღება დაეთმო თბილისის აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკის საბჭოთა პერიოდის ქსოვილის შესახებ მუზეუმში არსებულ მასალას. ინდივიდუალური სახელოვნებო და საკურატორო იდეების დამუშავებასთან ერთად, მონაწილეთა ნაწილმა სამუზეუმო ექსპოზიციის ახლებურ წარდგენაზეც იმუშავა.
მონაწილეები: ნინო ზირაქაშვილი, სანდრო სულაბერიძე, ნინუცა შატბერაშვილი, თამარ ბოჭორიშვილი, ნაილი ვახანია, თამუნა ჭაბაშვილი, ნინო ქვრივიშვილი, გიორგი სპანდერაშვილი
მხარდამჭერები: CEC ArtsLink - Art Prospect Network-ის სახელოვნებო რეზიდენციების პროგრამის ფარგლებში