ტატიანა ფიოდოროვას რეზიდენცია
რეზიდენცია
01.06.18 - 30.06.18
აბრეშუმის მუზეუმმა, გეოეართან თანამშრომლობით, უმასპინძლა მოლდოველ ხელოვან ტატიანა ფიოდოროვას. მუზეუმის ზრდასრულთა საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ხელოვანებისთვის და მკვლევრებისთვის ტატიანამ ჩაატარა ვორქშოფი „ხელოვანის წიგნის“ შესახებ, რომლის შედეგადაც შეიქმნა გამოფენა “ისუნთქე”. რეზიდენციის თემატიკა შინაარსობრივად უკავშირდებოდა აბრეშუმის მუზეუმს და, ამასთანავე, განაზოგადებდა ადამიანურ შრომას კონკრეტული რეჟიმის პირობებში, კერძოდ, შეეხებოდა აბრეშუმის წარმოების საკითხს საბჭოთა პერიოდში.
მხარდამჭერები: CEC ArtsLink - Art Prospect Network-ის სახელოვნებო რეზიდენციების პროგრამის ფარგლებში