SERI(a) 1: აბრეშუმის მუზეუმი პირველია “აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის” ამავე სახელწოდების პუბლიკაციების ახალ სერიაში. ისტორიულად, მუზეუმის წინამორბედი - “კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური” სამეცნიერო კვლევისა და გამომცემლობის სივრცეს წარმოადგენდა და ხელს უწყობდა საგანმანათლებლო სფეროს პროგრამებსა და პროექტებს. სწორედ ამიტომ, SERI(a) ეხმიანება „მეაბრეშუმეობის სადგურის“ ისტორიულ გამოცდილებას და, ამავე დროს, შესანიშნავ საშუალებას იძლევა მუზეუმი განსხვავებული კუთხით წარუდგინოს ფართო აუდიტორიას.
მხატვარი ოლაფ ნიკოლაი დადებითად გამოეხმაურა მუზეუმის კოლექციებში მუშაობის მოწვევას და გამოვიდა ინიციატივით, დაწესებულებაში სხვადასხვა სახის საგამომცემლო საქმიანობა წამოგვეწყო. აქ წარმოდგენილი სამი ნაშრომი სწორედ აბრეშუმის მუზეუმის სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი მათგანი გახლავთ სტატია „კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის“ ისტორიასა და მუზეუმის არქიტექტურაზე, რომელიც არქიტექტორმა ნინო ჩაჩხიანმა უფრო ფართო ურბანულ და ისტორიულ კონტექსტში განიხილა. ამ გამოცემას მოჰყვა ოლაფ ნიკოლაის ფანტასმაგორიული მოთხრობა და ჯოვანა სილვას ფოტოები.
რედაქტორი: ნინა ახვლედიანი, ნინო კუპრავა, ოლაფ ნიკოლაი, სალომე ფაჩუაშვილი
ტექსტი: ნინო ჩაჩხიანი, ნინო კუპრავა, ოლაფ ნიკოლაი
დიზაინი და კონცეფცია: ოლაფ ნიკოლაი და ჰელმუტ ფოლტერი
ფოტოსურათები: ჯიოვანნა სილვა
დიზაინერი: ჰელმუტ ფოლტერი
ფორმატი: 19.5 x 29.5 სმ
გვერდების რაოდენობა: 116
ენა: EN / GE
ყდა: რბილი
გამოცემის წელი: 2021
გამომცემლობა:
სპექტორ ბუქსი ჰარკორშტრასე 10
D-04107 ლაიფციგი, გერმანია www.spectorbooks.com
თანაგამომცემლობა:
კონა წიგნები წინამძღვრიშვილის ქ. 49
0102 თბილისი, საქართველო 115 www.konabooks.ge