ტრანსფორმაციის სივრცეები
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
ეს საგამოფენო პროექტი აერთიანებს ხელოვანებსა და პროფესორებს, თესა კნაპს და სოსო დუმბაძეს, რომლებიც მონაწილეობენ ქართულ-გერმანულ გაცვლით პროექტში თავიანთ აკადემიურ ინსტიტუციებთან და სტუდენტებთან ერთად. პროექტი წარმოადგენს სხვადასხვა სახის მედია ნამუშევრებს, რომლებიც იკვლევენ ცვლილების განმსაზღვრელ როგორც შიდა, ისე გარე პროცესებს და, ასევე, მათ შორის კავშირებს.
აბრეშუმის მუზეუმის კოლექციითა და აბრეშუმის პარკის მეტაფორით ინსპირირებული პროექტი ტრანსფორმაციას განიხილავს ჩვენი დროის ყოვლისმომცველ კონცეპტად. ამ ფონზე, გამოფენა სვამს კითხვას, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს ხელოვნებამ ამ ცვლილებების დინამიკაში.
გამოფენილი ნამუშევრები ასახავენ ფართო სპექტრის თემატიკას: თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური საკითხები და მედიაკრიტიკული მიდგომები, აღქმასა და მეტაფიზიკურ მოვლენებზე დაკვირვება; ასევე, ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა სხეული, გენდერი, დისკრიმინაცია, კაპიტალიზმი და ავტოკრატია, „მოკვდაობის“ რეფლექსია, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჩვენი სამყაროს მაკონსტრუირებელი ცნობიერების გარდაქმნის პროცესში.
ალანუსის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) აუდიო-ვიზუალური საბაკალავრო პროგრამის (AVA) შორის საერთაშორისო გაცვლითი თანამშრომლობის ფარგლებში, გამოფენა მხატვრულ პრაქტიკას მოიაზრებს ექსპერიმენტების გაფართოებულ სივრცეში. ორ ქვეყანასა და მათ საზოგადოებებს შორის დიალოგის ფორმით ჩამოყალიბებული პროექტი აგებს, მკაცრ საზღვრებს მიღმა, თანაარსებობის ალტერნატიულ ფორმებს.