აბრეშუმის ქრონიკები: პადუადან საბჭოთა ეპოქამდე

გამოფენა
09.10.24 - 09.02.25
  • ორშ.: closed
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: closed
ARACNE ჰორიზონტი ევროპის პროექტის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას აბრეშუმის მდიდარი ისტორიის, მეაბრეშუმეობის და მეთუთეობის  პრაქტიკების შესახებ.

ARACNE ჰორიზონტი ევროპის პროექტის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას აბრეშუმის მდიდარი ისტორიის, მეაბრეშუმეობის და მეთუთეობის პრაქტიკების შესახებ. ეს გამოფენა დროის გზამკვლევია იმ სამეცნიერო მიმართულებებზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მე-20 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული  ლანდშაფტი.

აბრეშუმის ჭიის სასიცოცხლო ციკლი, აბრეშუმხვევიას გამოკვება და თუთის პლანტაციების გაშენება, მეაბრეშუმეობის განუყოფელი ნაწილია. ამ პროცესების შესახებ მუზეუმი ოთხწლიანი სრული რეაბილიტაციის შემდეგ განახლებული პერსპექტივით დამთვალიერებელისთვის პირველად ასაჯაროებს უნიკალურ კოლექციას. ექსპონატები აერთიანებს საუკუნის წინანდელ ხელით შესრულებულ ინფოგრაფიკას პადუას მეაბრეშუმეობის სადგურიდან, საბჭოთა პერიოდში 1950-იან წლებში შექმნილ აგიტაციურ პლაკატებს, ილუსტრაციებს და სხვა თემატურ მასალას.

გამოფენა ხაზს უსვამს აბრეშუმის ჭიის მოვლის ისტორიულ პრაქტიკას და იმ დროის მიღწევებს.მე-20 საუკუნის დასაწყისის იშვიათი ინფოგრაფიკა პადუადან ასახავს სამეცნიერო კვლევას, რომელიც უნიკალურია თავისი გაფორმების სტილით. განსხვავებული დიზაინით არის შესრულებული1950-იანი წლების საბჭოთა სააგიტაციო პოსტერები და ილუსტრაციები. წარმოდგენილი მასალა ეპოქის ზოგად სახასიათო ნიშნების, ვიზუალური და ტექსტური ელემენტების მხატვრული გაერთიანებით, მეაბრეშუმეობის დარგს გვაცნობს. წარსულზე დაკვირვებით, იხაზება ის მნიშვნელოვანი კონტურები, რომელიც ადასტურებს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს აბრეშუმსა და მის წარმოებას ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე მსოფლიო ინდუსტრიასთან კავშირში.

გალერეა