ედუარდ კურტისი და ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები: დედა-მიწა, ტრადიცია, რიტუალი

გამოფენა
20.09.17 - 20.10.17
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

გამოფენა  წარმოადგენდა ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის (1868-1952) თვალით დანახულ ამერიკელი ინდიელების ცხოვრებას. აბრეშუმის მუზეუმში გამოიფინა ინდიელთა სხვადასხვა ტომის ყოფა და ტრადიციები მუზეუმის ფონდში დაცულ კონსტანტინე ზანისის ფოტოებთან ერთად. ამ  შედარებისას კარგად იკითხებოდა ის ფაქტი, რომ მიუხედავად კულტურული, რელიგიური, გეოგრაფიული თუ სხვა მრავალფეროვნებისა, ადამიანებს მაინც უფრო მეტი აქვთ ერთმანეთთან დამაკავშირებელი, ვიდრე – განმასხვავებელი.

 

მონაწილეები: ედუარდ კურტისი, კონსტანტინე ზანისი 

კურატორები: სალომე ფაჩუაშვილი, ნინო ტაბუცაძე, მერი ხარაიშვილი 

დიზაინი: მარიამ ზალდასტანიშვილი, ირაკლი ჭუმბურიძე

ლოკაცია: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე; საქართველოს ეროვნული მუზეუმი (თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა)

მხარდამჭერები: აშშ-ის საელჩო საქართველოში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, კონგრესის ბიბლიოთეკა, სასტუმრო „რუმსი“ და ელიტ ელექტრონიქსი

 

გალერეა