არტისტერიუმი N10: გახევა/დარღვევა: ფარული პროცესი
გამოფენა
04.11.17 - 14.11.17
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
არტისტერიუმი N10 იყო თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 2017 წელს მიეძღვნა ვიზუალური ხელოვნების, რეწვისა და დიზაინის კავშირებს, ერთმანეთში ტრანსფორმირებასა და ამ ფონზე ახლის ძიებას. აბრეშუმის მუზეუმი არტისტერიუმში მონაწილეობდა სტუმრის სტატუსით და წარადგინა საგამოფენო პროექტი. ექსპოზიციის მიზანი იყო წარმოეჩინა მუზეუმის ისტორიისა და თანამედროვეობის კავშირები, ასევე ის ფარული პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს თანამედროვე მუზეუმში და დამთვალიერებლისათვის, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი რჩება
მონაწილეები: ჯენ ბერვინი, აზიზი & კუჩერი, ელანა ჰერცოგი, ადონის ვოლანაკისი, მიშა ჩხიკვაძე
გამოფენის კურატორები: ლიდია მეთიუ, ნინო კუპრავა, მარიამ შერგელაშვილი
ლოკაცია: თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა