მეხსიერების ძაფები: მუზეუმი და სამეზობლო

გამოფენა
27.10.18 - 04.11.18
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

ფესტივალი შეეხებოდა მუზეუმებისა და სამეზობლოების კავშირს, კერძოდ, იმ განსაკუთრებულ ისტორიასა და შრეებს, რომელიც აბრეშუმის მუზეუმს გააჩნია მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ფესტივალის ხაზი მიუყვებოდა ნამუშევრებსა და ღონისძიებებს მუზეუმის შენობაში, მის გარე სივრცეებსა და შემოგარენში, ან კერძო სივრცეებში და იწვევდა მეზობლებს, რომ ჩართულიყვნენ ამ ღონისძიებებში და დაკავშირებოდნენ მუზეუმს. 

 

მონაწილეები: თამარ ბოჭორიშვილი და ნაილი ვახანია (საქართველო), ელენე გაბრიჩიძე (საქართველო) და ონო დირკერი (ჰოლანდია), გიორგი დანიბეგაშვილი (საქართველო), დანა ისკაკოვა (ყაზახეთი), არინა კაზაკი (მოლდოვა), ლეილა მუსაიევა (აზერბაიჯანი), დიანა უხინა (ყირგიზეთი), ანნა ფარქოსაძე (საქართველო), კატარინა შტადლერი (საქართველო), მიტია ჩურიკოვი (უკრაინა). 


მხარდამჭერები: პროექტი Art Prospect ორგანიზაცია CEC ArtsLink-ის მხარდაჭერით.

გალერეა