ძველი იდეების ახალი ლექსიკონი: გზები

გამოფენა
15.10.20 - 15.11.20
  • ორშ.: დაკეტილია
  • სამ.: 11:00 - 18:00
  • ოთხ.: 11:00 - 18:00
  • ხუთ.: 11:00 - 18:00
  • პარ.: 11:00 - 18:00
  • შაბ.: 11:00 - 18:00
  • კვ.: დაკეტილია

მსუბუქი, მრავალფეროვანი, ბუნებრივი, ძვირფასი – აბრეშუმი შეიძლება ხშირად მსგავს ასოციაციებს იწვევდეს. ეს სიტყვა აბრეშუმის გზასაც შეიძლება გვახსენებდეს. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის ფრაგმენტებისა და შერჩეული ექსპონატების საშუალებით, ეს ვირტუალური გამოფენა  შეეხებოდა ადგილების, მოგზაურობის, ძალაუფლების, ბუნების, მეცნიერების, ინდუსტრიის, ქსელებისა და კავშირების საკითხებსა და მათთან ადამიანების მიმართებას. ამ გამოფენით მუზეუმის სივრცეშივე ერთგვარი დროებითი მუზეუმი შეიქმნა, კუნსტკამერა, სადაც შეკრებილი ობიექტებით მოთხრობილმა ამბებმა, კარგად ნაცნობი თუ გასაცნობი, განმარტებათა რთული ქსელის გზები გვიჩვენა.


კურატორი: დათა ჭიღოლაშვილი

 

მხარდამჭერები: ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა,  შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

პროექტის ფარგლებში შედგა მხატვრების რეზიდენცია მუზეუმში.