Reflected Positions - Alicja Kwade and Nino Kvrivishvili
გამოფენა
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
გამოფენაში მონაწილეობდა ერთი შეხედვით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ორი ხელოვანი - ალისია კვადე და ნინო ქვრივიშვილი. კვადეს ნამუშევრები ობიექტის რეალურ ვიზუალურ სახესა და მის სარკეში ასახულ ანარეკლზე იყო დაფუძნებული. ხელოვანს აინტერესებს სამყაროში ფიზიკური არსებობის თემა, დროისა და სივრცის სტრუქტურა, განსხვავება რეალურსა და წარმოსახვითს შორის და ის, რაც წარმოსახვის მიღმა რჩება.
ნინო ქვრივიშვილის ინსტალაცია წარსულის ნაწილებისა და მეხსიერების ფრაგმენტებთან მუშაობის პროცესის ილუსტრაციას წარმოადგენდა. წარსულის რეკონსტრუქცია ფაქიზი საქმეა და მოგონებების გახუნებას ვერაფერი შეაჩერებს. ობიექტები და გამოსახულებები, რომლებიც ოდესღაც მნიშვნელოვანი ისტორიების აღმნიშვნელები იყვნენ დროთა განმავლობაში მნიშვნელობას კარგავენ და ჩვეულებრივ ნაგვად გარდაიქმნებიან.
მონაწილეები: ალისია კვადე და ნინო ქვრივიშვილი
კურატორები: ნატალი ოიოსი და რაინალდ შუმახერი ირინა პოპიაშვილთან თანამშრომლობით
მხარდამჭერები: IFA, TBC Status